კალოიანი: ეპიდვითარება რთულდება, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები

ევროპული საქართველოს წევრი და ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხით საქართველოში მძმე კვირებია მოსალოდნელი.

ის ჯანდაცვის სექტორს იმ რეკომენდაციებით მიმართავს.

“ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება, იზრდება ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა, სამწუხაროდ, მოსალოდნელია საკმაოდ მძიმე კვირები, რაც გამოიხატება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლაში. მცირდება თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო დროულად გააკეთებს საწოლების მობილიზებას და ისევ არ გავივლით იმ დრამატულ თვეებს, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში.

ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური საწოლების დროული მობილიზება, აღჭურვის კიდევ ერთხელ გადამოწმება და კოორდინირება ოჯახის ექიმს, 112-ს და ჰოსპიტალურ სექტორს შორის, რათა მოვახერხოთ ყველა ინფიცირებული მძიმე პაციენტის დროული ჰოსპიტალიზაცია და დახმარების აღმოჩენა.

სამწუხაროდ, ამ თვეების განმავლობაში გარკვეული ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების გარდა, სისტემური გაუმჯობესების მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრომ არ გადადგა ნაბიჯები. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის ფონზე, რომელიც სახეზე გვაქვს“, – აცხადებს კალოიანი.

ოხანაშვილი: თუ კანდიდატი მელია იქნება, “ოცნების” კანდიდატს მოგება გაუმარტივდება

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ მერობის კანდიდატი ნიკა მელია ექნება, ქართული ოცნების...

უგულავა ვაშაძეზე: ქიმიოთერაპიული გზა აირჩია, რომ ნაცსხეულიდან თავი ამოიკვეთოს

გიგი უგულავა აცხადებს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ლეგიტიმური უფლება აქვს, ნაციონალურ მოძრაობაზე...

გამყრელიძე ვაქცინაციაზე: მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას, უნდა დავაბალანსოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინაზე მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე...

გაბუნია: დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს, მიზანია 6000

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეში აცრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია, მიზანი კი...

კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. "ამ ეტაპზე, ძალაში რჩება, ღამის საათებში 21:00...

13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

13 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. უქმე დღეებში...

მოითხოვენ, დავტოვოთ თანამდებობა – გორის მერის 2 მოადგილე გახარიას გუნდს შეუერთდა

გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ - ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა თანამდებობები დატოვეს და...

საქართველოში კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი, ხოლო...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...