კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ქართულად ულოცავს – ნახეთ მისი მუსიკალური შესრულება

ევროკავშირისი ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა საახალწლო მილოცვა გაავრცელა.ელჩი ავრცელებს ვიდეო განცხადებასაც, რომელიც მთავრდება კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის მიერ შექმნილი სიმღერის “ფიფქები” შესრულებით. ის კომპოზიციას ცოლთან, მეტე ჰარცელთან და ქართველ მუსიკოსთან, ზაზა ხუციშვილთან ერთად ასრულებს.

“გამარჯობა! 2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ: COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. მძიმე წელი იყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა, ასევე მათთვის, ვისაც თვითიზოლაციასა ან ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება მოუხდა.

მაგრამ ეს ასევე იყო წელი, რომელმაც თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დაგვაახლოვა. მე და ბევრ ჩემ  ევროკავშირის თანამოქალაქეს ყოველთვის გვემახსოვრება საქართველოში საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებით განათებული შენობები  პანდემიის პირველი ტალღის დროს, ამ ქვეყნებთან სოლიდარობის ნიშნად. მე ასევე ძალიან ვამაყობ  იმით, რომ ევროკავშირი მთელი კრიზისის განმავლობაში საქართველოს გვერდით იყო და მას უპრეცედენტო დახმარებას უწევდა.

ვამაყობ ჩემი თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავი შრომით შესაძლებელი გახადეს   ამ დახმარების გაწევა.  მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომლებმაც ჩვენთან ერთად, „ევროპის გუნდის“ სახელით დააფინანსეს საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა, საავადმყოფოებს გადასცეს საჭირო აღჭურვილობა, დაეხმარნენ დაუცველ ადამიანებს და ბიზნესს  და უზრუნველყვეს ის, რომ მათ, ვინც სხვებს ეხმარებოდა, საკმარისი რესურსი ჰქონოდათ.

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ წელს უჩვეულოდ დიდი შრომა გასწია. ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს. დიდი მადლობა.

2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.

საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა. წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილისგან შორს ვიქნებით – ერთი მათგანი შობას ირლანდიაში შეხვდება, ხოლო მეორე – შვედეთში.

2021 წლის დასაწყისი 2020 წლის დასასრულის მსგავსი იქნება. მაგრამ მომავალ წელს გვირაბის ბოლოს სინათლე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმედი მაქვს,   რომ 2021 წელს  სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და  ლექსიკონებში.

დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება.

ნება მომეცით, ყველა ჩვენგანის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი! გილოცავთ ახალ წელს!”-  ამბობს კარლ ჰარცელი.

 

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია იმართება

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი იმართება. აქციაზე ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც...

ჩივილს არ ვაპირებ – ჩავლეიშვილი დაკავებულ ფანგანზე

"ჩივილს არ ვაპირებ "- აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრის ირაკლი ჩავლეიშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს,...

NDI-ის ბოლო კვლევის მთავარი შედეგები– რა პრობლემები აწუხებს ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობას

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად...

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური...

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცი ვერონაში 200 ევროს ღირებულების...

მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას – გამყრელიძე

''მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლაზე ადრე რესტორნები გაიხსნას''- ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის...

კომენდანტის საათის დროს თბილისში სპარი გაქურდეს

თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე მდებარე სპარში გვიან ღამით რამდენიმე ადამიანი შეიჭრა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ  რისი...

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში მცირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  298 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანია უკვე კორონავირუსის წინააღმდეგ...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო