კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში 7%-დან 3.2%-მდე ჩამოვიდა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ღამის კურიერის” ეთერში.

“ძალიან მკაცრი ჩაკეტვები იყო, ძირითადად, გაზაფხულზე, როცა ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს ინფექცია.  ინფექცია მაშინ უფრო აგრესიული იყო. სიკვდილიანობის პროცენტი, გლობალური მონაცემებით, გაზაფხულზე იყო 7%, მთელ რიგ ქვეყნებში 10-15-19%-იც კი, რადგან ვირუსის ქცევის შესახებ ნაკლები ინფორმაცია იყო იმ დროს. ერთადერთი იარაღი, იმ დროს, მკაცრი რეგულაციები, ჩაკეტვა იყო. დღეს უკვე 8 თვეა გასული. ზაფხულში ვირუსის აგრესიულობა შემცირდა. სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად ჩამოსულია 3.2 %-ზე, 7-დან. ამასთან, თვითონ შეფარდება მსუბუქი შემთხვევებისა საერთო შემთხვევებში სერიოზულად გაიზარდა.გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. კრიტიკული პაციენტების რიცხვი დღეს მთელს მსოფლიოში მხოლოდ 1%-ია, საქართველოში კი დღეს კრიტიკული მხოლოდ 3 ადამიანია, ვინც ხელოვნურ ვენტილაციასა და აპარატზეა. ასევე, ე.წ. მძიმე ავადმყოფების რიცხვი არ არის დიდი. 80-85% არის, ძირითადად, მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

12 ნოემბრიდან აშშ-ში TikTok-ი და WeChat-ი იკრძალება

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების დაბლოკვას. WeChat-ი კვირას,...

გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას – რაგბის კავშირის განცხადება

გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას - საქართველოს რაგბის კავშირი 16 სექტემბერს, რაგბის კავშირში მომხდარ...

სვანეთში ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ – დაჭრილია ქალი

სვანეთის, სოფელ ბეჩოში ცოლ-ქმარზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაჭრილია 55 წლის ქალი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა...

2 მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

არ ვართ ის ხალხი, ვინც სკამებზე შევხტებით და ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ – ვოლსკი

ქართული ოცნების დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებას არაცერთი პროგრამა არ...

წვიმა, სეტყვა, ელჭექი – როგორი ამინდი იქნება 19 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე...

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დავით ფურცხვანიძის სახლის ჩხრეკენ

დავით ფურცხვანიძის საცხოვრებელ სახლსა და ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სწორედ ფურცხვანიძემ მიაწოდა ბაჩალიაშვილის ოჯახის...

დიანა ღურწკაიამ და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკას უმღერეს

რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა ბელარუსის პრეზიდენტ  ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი ჩაწერეს. ლუკაშენკოს წინააღმდეგ...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო