“ლელოს” წევრზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში “ლელოს” წევრზე თავდასხმის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ბრალდებულმა, ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.

დაშავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია”

ბრალდებულს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქუთაისში “ლელოს” შტაბის წევრსფიზიკურად  გუშინ გაუსწორდნენ. პაატა კიკაბიძე ანა ნაცვლიშვილის საარჩევნო შტაბის წევრია. ნაცვლიშვილის განცხადებით, პაატა კიკაბიძეს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, მათ შორის სახის არეში.

“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარ ინციდენტს პოლიტიკური მოტივი აქვს.

“კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, სრულყოფილად იქნეს ეს საქმე გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, ახლა რამდენიმე ადამიანი არის დაკავებული და მიმდინარეობს მათი დაკითხვა. სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება. დაყოვნება შეფასებული იქნება როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. სასწრაფოდ იქნეს ბრალში ასახული სრულყოფილად ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც ამ საქმეს თან სდევს,” – განაცხადა პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ანა ნაცვლიშვილმა.

მინისტრი აღარ ვიქნები, ვიქნები პარლამენტში – თეა წულუკიანი

„მე იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა თეა წულუკიანმა...

თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას – ადამ კინზინგერი საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

"თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას"- ასე ეხმაურება, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი...

ცესკო-სთან პოლიციამ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ შსს-ში.როგორც...

ცესკოსთან პოლიციასა და ახალგაზრდა ლეიბორისტებს შორის დაპირისპირება მოხდა

ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მას შემდეგ...

სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს – ჟორჟოლიანი

"თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ წყალტუბოსა და სამტრედიაში „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე...

ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ მოქალაქე გ.ს.-ს...

სასწრაფო დახმარების ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბაღდათის სერვისცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. მათი...

საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა – კონგრესმენი დევიდ პრაისი

„საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა “ - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო