მაგთიკომის მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

ქართულ ბაზარზე ვირტუალური მობილური ოპერატორის სავალდებულო შემოსვლასთან დაკავშირებით კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის სახელზე მიმართვას აქვეყნებს:

“მაგთიკომმა საზოგადოებას და კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის, კერძოდ: Deloitte-ის, KPMG-ის, BDO-ს, RSM-ის, Nexia-ს და Grant Thornton-ის პასუხი, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რითაც, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობა. იგივე საკითხს ეხება კანადის სატელეკომუნიკაციო დარგისათვის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის “დიდი ოთხეულის” წევრის PWC-ის მომზადებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი – https://mobilesyrup.com/2020/07/15/mandated-mvno-access-unhealthy-canadian-telecom-industry-pwc/, რომელიც ასევე ნეგატიურად აფასებს ვირტუალური ოპერატორის (MVNO-ს) სავალდებულო დაშვების რეგულირების შემოღებას.

კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კომისიის არაერთი მსგავსი არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად სატელეკომუნიკაციო დარგს და მის შემდგომ განვითარებას, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას მოახდენს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და  სრულად ჩამოშლის საქართველოს მობილური მომსახურების ბაზარს.

კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. კომუნიკაციების კომისია უგულვებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს. ეს კი, ქვეყნის გეოპოლიტიკური და საგარეო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს კიბერუსაფრთხოებას, თავდაცვითუნარიანობას. დომინოს პრინციპით შეიძლება ჩამოიშალოს სამთავრობო, თავდაცვითი, საბანკო სისტემა, ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესი, ყველაფერი ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ მაგთიკომმა არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის

საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ

პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მხრივ. ამასთან, საქართველოში თითოეულ მობილურ აბონენტზე საშუალო შემოსავალი დაახლოებით 2.5 აშშ დოლარია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში,  ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკა და ა.შ…? ან ჩნდება გონივრული ეჭვი, ყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება?

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, ისევე როგორც კომისიის ყველა წევრს, მოვუწოდებთ კარგად გაიაზრონ საკუთარი პერსონალური პასუხისმგებლობა ქვეყნის და კანონის წინაშე, ასევე საკუთარი ქმედებების ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ უკანონო და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რაც აისახება ქვეყნის კიბერუსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაში, ქვეყანაში ინვესტიციების შეწყვეტასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შეჩერებაში. ყოველივე ამან ქვეყნის და მისი ეკონომიკის დარგების სრული პარალიზება შეიძლება გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მაგთიკომი, როგორც კანონმორჩილი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უზრუნველყოფს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრების უკანონო და დაუდევარი/უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგად კანონის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა მთელი სიმკაცრით იქნას რეალიზებული და დამდგარი ზიანი სრულად ანაზღაურდეს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით.“–ნათქვამია მიმართვაში.

პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამოქალაქტო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-...

აშშ–ს კონგრესმა მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყანაში ფედერალურ დონეზე მარიხუანას...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც აქტივისტები საპროტესტო...

ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“ – ვოლსკი „გირჩზე”

"ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს"- - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია...

ჭავჭავაძეზე საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის...

ლომჯარია აცხადებს, რომ მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს და  სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს პასუხი გასცენ საზოგადოებაში გაჩენილ...

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს...

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს...

ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს – იაგო ხვიჩია ჯაფარიძეზე

" ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს"- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო...

სხვა სიახლეები

„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი“– თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა ამბობს, რომ ის პრეპარატმა რემდესივირმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში...

ჯანმრთელობა

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს ყველა ინტენსიურს მოვამარაგებდით?“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით კარგი პრეპარატია. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის ექიმების...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო