„მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი, რაც ქმნის გარანტიას, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული“–კობახიძე

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, რაც ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული. ოპოზიციას კი კობახიძის თქმით არავითარი მანევრი აღარ დარჩა.

კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული.

„მათ არ აქვთ არავითარი მანევრი, ჩვენ გვაქვს უამრავი მანევრი. ჭადრაკის ენით რომ ვისაუბროთ, მათ ორი სვლა აქვთ, ერთი არის მათთვის ცუდი და მეორე უარესი. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სვლა და ყველა არის კარგი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ქვეყნისთვის და მისი სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა – რამდენიმე ვარიანტი, მანევრი, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ეს ყველაფერი იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება არც ერთპარტიული და არც ორპარტიული. იქნება მრავალპარტიული“ ,- აღნიშნა კობახიძემ.

მისვე თქმით, წარდგენილი კანონპროექტებიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, მაგრამ სხვა მანევრებიც აქვთ, რაზეც ღიად ვერ ისაუბრებს.

„უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი გვაქვს, ბევრი სვლა გვაქვს ხელში“ ,- განაცხადა კობახიძემ.

რა შეზღუდვები იხსნება და რა არ იხსნება – მოკლედ

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება: • მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება. უცნობია, როდის განახლდება მათი ფუნქციონირება. 1 თებერვლიდან, ბათუმში,...

1 თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...

როცა შევთანხმდებთ, გეტყვით – ელისაშვილი ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ

ელისაშვილი ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო რეფორმისა და ადმინისტრაციის რეფორმაზე...

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების...

5 ქალაქი, სადაც 1 თებერვლიდან საზ. ტრანსპორტისა და სკოლების მუშაობა აღდგება

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო...

21:00 საათიდან 5:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა 1 მარტამდე ძალაში რჩება

1 მარტამდე ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე კომენდანტის საათი. "პირველ მარტამდე ძალაში დარჩება...

თბილისში სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 მარტამდე არ აღდგება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლების და ტრანსპორტის აღდგენას მთავრობა 1 მარტიდან აპირებს. ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო