მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას -პენიტენციური სამსახური

“მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას”- ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ცოტახნის წინ განაცხადა.

„14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ამის გამო კვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანდნენ. როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ტვ “პირველის” ჟურნალისტს ფარულად უსმენენ

ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ტვ პირველის ჟურნალისტს ფარულად უსმენენ. ამის შესახებ, მან  "ქართული ოცნების" ...

შვილო, ბადრი, გამოდი, ჩაბარდი პოლიციას – ტარიელ ესებუა შვილს მიმართავს

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა "კვირასთან" ინტერვიუში საკუთარ...

მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ქუთაისში ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს

"მთავარი არხის" ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩბერაძესა და გადამღებ ჯგუფს ქუთაისში არხის კუთვნილი ტექნიკა გასტაცეს. "ოპერატორის თვალწინ...

ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველი მასალა 6 ოქტომბერს არის გადაღებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ბადრი ესებუას გაადადგილების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და...

18 ქმედება, რომელსაც, კობახიძის მტკიცებით, “დესტრუქციული ოპოზიცია” გეგმავს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, არჩევნების დღეს "რადიკალური ოპოზიცია" 17 დესტრუქციულ ქმედებას...

თუ კობიაშვილი, სუბარი ან ქადაგიშვილი ვერ მოიგებს, პოლიტიკიდან წავალ – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე IPSOS-ის კვლევას, რომლის მიხედვით, ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილსა...

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 445 თბილისიდანაა, 437 აჭარიდან

დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში გამოვლინა, 437 აჭარაში, 388...

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართული ოცნების ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო