მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასურდა

ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ თავად მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით  კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა და გუშინ მიღებული პასუხებით, ტესტმა დადებით პასუხი აჩვენა.

“მოგესალმებით მეგობრებო,
ჩემს თანამებრძოლებს, ლელოელ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ.
ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით.
ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხიმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.
“ქართული ოცნების” კრახმა Covid19-თან ბრძოლაში ათასობით ადამიანი დააზარალა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ეკონომიკური კუთხით…
თუმცა, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ნუ შეშინდებით! ნუ აყვებით პანიკას!
covid19-თან გამკლავება და მისი დამარცხება მარტივადაა შესაძლებელი. წინ უმნიშვნელოვანესი ორი კვირა გვაქვს, ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, ამ ბრძოლაში უკან დახევა და დანებება წარმოუდგენელია. 31 ოქტომბერს ჩვენ ერთად დავამარცხებთ კოვიდ ინფექციასაც და ოცნების ხელისუფლებასაც.”- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. 

ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი – კახიშვილი

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კახიშვილის აზრით, ოცნების ხელისუფლება ადამიანების ღირსებას არ შეხებია. "თქვენ...

გირჩი “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ განიხილავს – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი პარტია „ქართულ ოცნებასთან"...

“არ შევუქმნით კოალიციას ივანიშვილს” – ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ შექმნიან. დეკლარაცია, რომელზეც 10-მა...

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 0.7%-ით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბრის თვეში 0.7%-ით შემცირდა. მიმდინარე წელს მშპ-ს კლების საშუალო მაჩვენებელი 5%-ს...

შსს-მ დააკავა ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მიკროავტობუსს დაეჯახა

პოლიციამ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1958 წელს...

ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს, დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, დასაკარგი...

კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა, 381 აჭარაში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. მთავრობის...

ქუთაისში მანქანა ხეს დაეჯახა – დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 1

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა....

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო