მაქვს “iPhone 11 PRO” ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე “iPhone 12”- მეუფე ნიკოლოზი

“მე მაქვს iPhone 11 PRO ბოლო მოდელი არაა, გამოვიდა უკვე iPhone 12”-  ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) ტვ “პირველის” ეთერში განმარტა თუ რატომ აქვს ძვირადღირებული ტელეფონი iPhone 11 PRO. მისი თქმით  კამერა არის ადამიანის იარაღი ხოლო ამ კონკრეტულ მოდელს აქვს გადიდების ფუნქცია და ამიტომ სჭირდება.

„კამერა ეს არის იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს კამერა და ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელი ტელეფონი მაქვს და ეს იმიტომ, მაქვს რომ გადიდების ფუნცია აქვს, ლინზა არ სჭირდება ადრე ლინზით ვიღებდი. შემიძლია ეხლა გადაგიღოთ და ხმაც ჩაიწერება, თორემ სხვა ტელეფონით შორს უნდა წავიდე, რომ მთლიანად გამოჩნდეთ – აი ამიტომ მიჭირავს ეს ტელეფონი ხელში. ბოლო მოდელი არ მაქვს, ბოლო გამოვიდა IPHONE 12 , მე მაქვს IPHONE 11 PRO“ – განაცხადა მეუფემ

ცნობისთვის, “iPhone 11 PRO” 2019 წლის სექტემბერში გამოვიდა და მისი ამჟამინდელი ფასი 4059 ლარს შეადგენს.

ცესკო რომ ამდენი საათი არ დებდა მონაცემებს, ნიშნავს, რომ აყალბებენ – ჯაფარიძე

დიდუბე–ჩუღურეთში გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების დაგვიანება ნიშნავს, რომ...

ხვალ 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე – ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, ხვალ რუსთაველის გამზირზე 16:00 საათზე აქცია გაიმართება. "ბევრი კოლეგა შევიკრიბეთ, ბევრი არჩევნების...

ეს არჩევნები არალეგიტიმურია – ხატია დეკანოიძე

ენმ–ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია. “ჩვენ მივალთ ცენტრალურ საარჩევნო...

დიდუბე-ჩუღურეთში 19 უბნის შედეგებით: ვოლსკი – 43.28%, ჯაფარიძე – 20.86%

დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში 19 უბნის შედეგებია დათვლილი. ამ დროისთვის პროცენტული განაწილება ასეთია: ქართული ოცნება – გია ვოლსკი...

ვაკეში 8 უბნის შედეგებით: ტურძელაძე – 42,31%; ხოშტარია – 34,72%

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში დათვლილია მხოლოდ 8 უბნის შედეგები. პროცენტული განაწილება ასეთია: ქართულ ოცნებიდან ნოდარ ტურძელაძეს აქვს -...

ნიკა მელია 42,38%, ლევან კობიაშვილი 43,98% – დათვლილია ხმების 33.45%

პირველადი მონაცემებით, გლდანის ოლქში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებს თითქმის თანაბარი შედეგები...

ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი 51-ია, ყველა ქალაქსა და რაიონს ვიგებთ – კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51%...

ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს – ხოშტარია წინასწარ შედეგებზე

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოს წინასწარ შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო