მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა – გუბაზ სანიკიძე ზუგდიდში ბანკზე თავდასხმაზე

“მგონია, რომ ხელისუფლებამ დაგეგმა” -გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

“მე ჩემი ვერსია მაქვს, შეგიძლიათ დაარქვათ აჩემებაც, მაგრამ რატომღაც ასე მგონია, იმიტომ რომ კარგად ვიცნობ „ქართული ოცნების“ მესვეურებს და მის თავკაცს, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია.

მე მგონია, რომ ეს თვითონ ხელისუფლებამ დაგეგმა. ბევრი რამე ადასტურებს ამას პირდაპირ და ირიბად. მაგალითად, ის რომ თავდამსხმელი ძალიან არხეინად გრძნობდა თავს, მას არ ჰქონდა საფრთხის შეგრძნება. ის ხელყუმბარა ნამდვილი იყო თუ რა ეს კიდე ცალკე თემაა, 7 საათი გახსნილი ხელყუმბარის დაჭერა, ჰერკულესი რომ გააცოცხლოთ, იმას არ შეუძლია, ხელის მტევანი ამას ვერ უძლებს, ასეთ დატვირთვას.

შემდეგ ის, რომ 7 საათის განმავლობაში არაფერი არ ხდებოდა, დაბნელდა მერე და გაუშვეს ეს ადამიანი, აბსოლუტურად წინააღმდეგობის გარეშე, დევნაც არ განახორციელეს და როგორც ჩანს, საერთოდ სახლამდე მიაცილეს, ჭიშკრამდე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

საჭიროების შემთხვევაში, მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტრო მუშაობას გააგრძელებს. მისი თქმით, პრობლემის...

წყლის ჭავლით კოვიდი არ ვრცელდება, ეს სპეკულაციაა – ირაკლი კობახიძე

ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოქალაქეების წყლის ჭავლით დასველებით კორონავირუსი არ ვრცელდება. მისივე თქმით, ოპოზიცია...

ახალციხეში COVID-19-ით გარდაიცვალა მამა-შვილი, რომელიც კლინიკამ არ მიიღო

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებისა და ექიმის თქმით, ინფიცირებულებს კლინიკაში მიღებაზე...

მონადირეს იარაღი გაუვარდა და თავი დაიზიანა, მაშველებს ის ტყიდან გამოჰყავთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ. მათი თქმით, "112"-ში შევიდა შეტყობინება,...

ნეტარ არიან მორწმუნენი, თუ ჰგონიათ, ამ ტაქტიკით რამეს მიაღწევენ – ბოკერია კობახიძეს

გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს განცხადებას ეხმიანება, სადაც ოცნების ლიდერმა ევროპულ საქართველოს "ლუზერები" უწოდა. ბოკერიას თქმით,...

საარჩევნო რეფორმაზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება შესაძლებელია. „თამარ ჟვანია...

მკაფიო “ლუზერები”, ყველაზე მეტად წააგეს არჩევნებში– კობახიძე ევროპულ საქართველოზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათთვის წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, სხვა...

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

ევროკავშირმა დღეს საქართველოს მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში  საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო