მელაშვილმა კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელს უცოდინარი და დილეტანტი უწოდა – არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება

გაზეთი „კვირის პალიტრა“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის ჩვენებას აქვეყნებს. არქიმანდრიტი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ყოფილი ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად და არაეროვნულად მოქმედებდნენ.

როგორც არქიმანდრიტი საკუთარ ჩვენებაში ჰყვება, ისინი აზერბაიჯანის სახელმწიფოს ლოიალობის სანაცვლოდ მონასტრებსა და ძირძველ მიწებს თმობდნენ.

„იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ჩვენ მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა. ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე საქართველოსი და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის ტერიტორიალურ სივრცეში და მასზე ჩვენი იურიდიული უფლებები არ ვრცელდებოდა. ამ პოლიტიკის ფუნდამენტალური გამტარებელი, პირველ რიგში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი – სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ივერი მელაშვილი. ის ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, ჩემს დასაბნევად. პირადი შეხვედრებისას მანახებდა სხვადასხვა წლის რუკებს, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ არავითარ შემხებლობაში არ იყო გარეჯის ­ საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან და ამ მანიპულაციებით ცდილობდა საზოგადოების, ეკლესიის, მონასტრისა და ჩემს დაბნევას“, – აცხადებს საკუთარ ჩვენებაში არქიმანდრიტი კირიონი.

„ამ სხდომაზე მელაშვილი უტიფრად იქცეოდა. ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების კარტოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნოდარ ხორბალაძეს, შეიძლება ითქვას, ირონიულ პასუხებს სცემდა… მელაშვილს არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მხოლოდ ზოგადი თემებით შემოიფარგლებოდა. მან ხორბალაძეს ამ საკითხში უცოდინარი და დილეტანტი უწოდა. შემდგომ საქმეში ჩაერთო ბატონი გიორგი სვანაძე და რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ მელაშვილი საკუთარ ტყუილებში გაიხლართა. მე მელაშვილს შევახსენე მისი კანონსაწინააღმდეგო (დანაშაულებრივი) ქმედებები, კერძოდ, ის წლების განმავლობაში გვანახებდა კალკის ქაღალდზე ვითომ რუკიდან ამოხაზულ ე.წ. ვიკაპიროვკას და გვეუბნებოდა, რომ ეს იმ რუკიდან ამოხაზულია, რომელსაც 1938 წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის მიერ მოეწერა ხელი და რომელზეც მოხდა შეთანხმება, ჩვენ კი აქამდე ჩვენი შიდა სამუშაოების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ეს ე.წ. ვიკაპიროვკა არ ემთხვეოდა არც 1:200 000 მასშტაბის და არც 1:500 000 მასშტაბის რუკებს და სრულიად გაუგებარი იყო, ამდენი ხნის განმავლობაში რომელი რუკის ე.წ. ვიკაპიროვკით სარგებლობდა მელაშვილი. მას ასევე შევახსენე არა იურიდიული, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანუ ის სულისკვეთება, რომელიც მას გააჩნდა ამ საკითხში, კერძოდ, მუდმივი ლოიალური დამოკიდებულება აზერბაიჯანელთა პოზიციების მიმართ და უპრინციპობა ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებისადმი. ამ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ აქ კანონდარღვევები ჩადენილი იყო არა მართლაცდა გაუგებრობითა და უმეცრებით, არამედ შეგნებულად მორგებული იყო ორ გარდაუვალ პრინციპზე. პირველი – რომ ხდებოდა საქართველოს პოზიციების დათმობა ფინანსური ინტერესების გამო, ან მეორე – რომ ამგვარი დირექტივა მოდიოდა ხელისუფლების უმაღლესი პირების­ მხრიდან და მელაშვილი, მისდა სამარცხვინოდ, ამის აღმსრულებელი იყო. ივერი მელაშვილის პოზიციების გამართლება და დაცვა დაიწყო ­ იმჟამინდელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ჯალაღონიამ, მე მის პოზიციებზეც მქონდა კრიტიკული დამოკიდებულება…

მას უფლება არ ჰქონდა, გადაეხვია 1938 წლის რუკაზე დატანილი საქართველოსა და აზერბაიჯანის გამყოფი ხაზიდან. მიუხედავად ამისა, მელაშვილი თავის საქმიანობაში იყენებდა შემდგომი წლების რუკებს. ამის შედეგად სახელმწიფო დადგა საფრთხის ქვეშ, დაკარგულიყო საქართველოს კუთვნილი 6 700 ჰა ტერიტორია. ამ ყოველივეს მუშა პროცესის დონეზე ივერი მელაშვილი ასრულებდა­ ნატალია ილიჩოვასთან ერთად. აღნიშნული ციფრის შესახებ ცნობილია თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიის დეპარტამენტისა და თსუ კარტოგრაფიისა და გეოდეზიის კათედრის კვლევებით, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს და ციფრი შესაძლოა, გაიზარდოს“, – აცხადებს კირიონი.

ის ასევე იხსენებს ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდსაც, როცა მონასტერში აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების წევრების შეხვედრა გაიმართა.

„მხარეებმა თავსა და ბოლოში გაშალეს თავიანთი მასალები. ამ დროს ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი აზერბაიჯანის მხარეს თხემის ძირში გადიოდა, რითაც მონასტრები – უდაბნო, ვერანგარეჯა და ჩიჩხიტური ჩვენს მხარეს შემოდიოდა, ხოლო ივერი მელაშვილსა და მასთან ერთად მყოფ კომისიის წევრებს წარმოდგენილი ჰქონდათ რუკა, რომელზეც საზღვრის ხაზი ზედ თხემზე გადიოდა. ჯერ შეხვედრა დაწყებული არ იყო, რომ მივედით და მელაშვილს აღნიშნული ფაქტი ვუთხარით და ვთხოვეთ, რომ მას თავისი წარმოდგენილი რუკა დაეხურა და ეხელმძღვანელა აზერბაიჯანელების რუკით, ვინაიდან ეს სასარგებლო იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მელაშვილმა საოცარი პასუხი გაგვცა – მე ამას ვერ ვიზამ, ეს არაჯენტლმენური საქციელი იქნებაო. ამის შემდგომ დღემდე აზერბაიჯანული მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას გააჩნია 1938 წლის რუკა, რომელზეც სახელმწიფოთა შორის მოეწერა ხელი და რომელი რუკაც თითქმის ყველა სადავო მონაკვეთს საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჭრის“, – აცხადებს კირიონი.

კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარეს, კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ  კუკავა ფეისბუქზე წერს: "მეგობრებო, სამწუხაროდ...

“გვიპირისპირდება სამი მთავარი მტერი – მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები“ – ვანო მერაბიშვილის ვიდეომიმართვა...

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვანო მერაბიშვილი სამართალდამცავებს...

თავდამსხმელი სამშვიდობოს არის გასული – ირაკლი ოქრუაშვილი

სახლში არავინ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხასშეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი...

დაიბარა პოლიცია ჩაგბარდებითო -ელისო კილაძე ბადრი ესებუაზე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა, ბადრი ესებუამ პოლიციას...

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ დანაშაულს ტერორიზმის მუხლით იძიებს. ამის შესახებ საქართველოს...

შსს-მ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა და დაადასტურა, რომ ზუგდიდში,...

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმის საქმეზე ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში განცხადება გაკეთდება

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე, ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში 20:00 საათზე განცხადება გაკეთდება. სხვა დეტალები ამ...

რუსთავში კოვიდსასტუმროდან გაწერილი 21 წლის ბიჭი ქუჩაში გარდაიცვალა

რუსთავში კოვიდსასტუმროდან გაწერილი 21 წლის ბიჭი ქუჩაში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ბიჭი უკვე აღარ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო