მერია: 22-დან 27 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედანი გადაიკეტება

თბილისის მერიის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, 22 მაისის 00:00 საათიდან 27 მაისის ჩათვლით თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.

ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე. გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება.

რაც შეეხება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამომდინარე, 07:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დასაშვები იქნება ჭანტურიას ქუჩამდე. რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გადაადგილება შეზღუდული იქნება უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

“აღნიშნულ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები – N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150 და N301, ასევე, მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N72, N120, N133, N137, N145 და N170 მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, რუსთაველის გამზირზე (პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდებიან, რომლის შემდეგაც, სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და არსებული სქემით იხელმძღვანელებენ.

ავტობუსები – N31, N37, N46, N301 და N345, რომლებიც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, გორგასალის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან, ხოლო შემდგომ მათთვის დადგენილი სქემით იხელმძღვანელებენ.

N2, N31, N72, N120, N133, N137 და N170 მიკროავტობუსები ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და შემდეგ, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან, საიდანაც უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები – N50, N71 და N344, ასევე, მიკროავტობუსები – N10, N140, N149 და N176, გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებენ; ავტობუსები – N2, N20, N25, N39, N43, N59 და N80 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ დაასრულებენ; ავტობუსები – N4, N10, N90, N103, N106 და N112, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მგზავრთა მომსახურებას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ; მარშრუტი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას ასევე, ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებს.

რაც შეეხება N124 მარშრუტს, ავტობუსი ამაღლების ქუჩის მიმართულებით, მერაბ კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით გადაადგილდება, შემდგომ კი სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ ბარნოვის ქუჩიდან შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით იმოძრავებს; მიკროავტობუსი N4, ბარათაშვილის ხიდიდან ბარნოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს, ჯავახიშვილის, კოსტავას, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩებით ისარგებლებს. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, მელიქიშვილის ქუჩაზე გადაინაცვლებს და კოსტავას, ჯავახიშვილის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს”,- აცხადებს თბილისის მერია.

 

დადასტურდა COVID-19-ის 699 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:20 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან...

უპრინციპო, გაზულუქებული, რა უნდა პარლამენტში? – ვაშაძე ოქრიაშვილს პასუხობს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე პასუხობს ენმ-ძალა ერთობაშიას დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის კრიტიკას. ოქრიაშვილმა თქვა,...

გახარია ცალსახად მესამე ძალაა, მის გარეშე ვერც ოცნება და ვერც ენმ ვერ გაიმარჯვებს –...

"გახარია ნამდვილად არის სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე და თავის ტკივილი ქართული ოცნებისთვის. ის არის ცალსახად,...

ჩემი რეიტინგი არსად გამქრალა, მეგობრებო, უბრალოდ არ გამზომეს – ბაქრაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ეხმიანება Edison Research-ის პოლიტიკოსების რეიტინგების კვლევას და განმარტავს, რომ...

მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს. "ბატონ რევაზ...

ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის...

ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს – ხუხაშვილი

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...