მზად ვარ, ავიღო ეს პასუხისმგებლობა და ეროვნული ლიდერი გავხდე – ტიხანოვსკაია

ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარი მოწინააღმდეგე, სვეტლანა ტიხანოვსკაია მორიგ ვიდეო მიმართვაში აცხადებს, რომ მზად არის ეროვნული ლიდერი გახდეს. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვა  გაავრცელა.

„თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ამ პერიოდში ვიმოქმდო როგორც ეროვნულმა ლიდერმა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, რათა ჩვენ გავათავისუფლოთ ყველა პოლიტპატიმარი, უმოკლეს დროში მოვამზადოთ საკანონმდებლო ბაზა და პირობები ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებისთვის“, – განაცხადა მან ვიდეომიმართვისას.

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და სამართალდამცავებს მოუწოდა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხარდაჭერა შეწყვიტონ და აღნიშნა, რომ თუკი ასე მოიქცევიან, აპატიებენ იმას, რაც აქამდე ჩაიდინეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი. გამგზავრების შემდეგ მან გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ ქვეყანა საკუთარი შვილების უსაფრთხოების გამო დატოვა, თუმცა მოკლე ხანში კიდევ ერთი ვიდეო მიმართვა გაავრცელა და ბელარუსელებს საპროტესტო აქციების გაგრძელოებისკენ მოუწოდა.

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

“სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ის ფეისბუქის...

აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. მაუწყებლის ინფორმაციით, ჰაკერებმა...

“არ შეაჩერო კულტურა” – ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს

მთავრობის კანცელარიასთან დღეს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა საზღვრების გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები...

“ევროპულმა საქართველომ” რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად ირმა ნადირაშვილი დაასახელა

"ევროპულმა საქართველომ" რუსთავში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი წარადგინა. რუსთავი-გარდაბნის მაჯრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოდან"...

ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს აღკვეთის...

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს, ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელმაც 26 ადამიანი იმსხვერპლა,...

26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის...

ლეიბორისტულმა პარტიამ 10 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს, 26 სექტემბერს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 10 ოლქში...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო