“მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა“–ნიკა გვარამია საზოგადოებას ბოდიშს უხდის

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით არხზე გასული სიუჟეტის გამო ბოდიშს უხდის:
“ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში,
მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის);

მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები;
მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.
ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით.“– დაწერა ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე.

არხზე გასულ სიუჟეტს კრიტიკა მოჰყვა ბავშვთა უფლებების დამცველების და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან. ქარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც არხზე გასული სიუჟეტის ყველა პლატფორმიდან ამოღება მოითხოვა, რადგან არაეთიკურად გაშუქებულმა პრობლემამ ქარტიის აზრით შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვებს:

“2020 წლის 21 ივნისს, ტელეკომპანია მთავარის პროგრამა PostFactum-ში გავიდა სიუჟეტი ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე.

სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, თუ მასალა რაიმე ფორმით უკავშირდება სექსუალურ ძალადობას. მედიამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გააშუქოს ამგვარი შემთხვევები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ვინაობის დადგენა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების ამოცნობითაც, რაც ამ შემთხვევაში გამოვლინდა.

მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ.

ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია მთავარს, ამოიღოს აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეოკადრები”. – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

შსს-მ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემლიშვილი დააკავა

შსს–მ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო...

თეთრპერანგიანი კაცის ვინაობა დადგენილია, ის ავთანდილ ბილანიშვილი არ არის – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს ადვოკატი, თამარ აბესაძე აცხადებს, რომ გამოძიებამ დაადგინა თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა...

“კაწროს” გამოკითხვა დასრულდა

ავთანდილ ბილანიშვილის იგივე "კაწროს" გამოკითხვა დასრულდა. ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ავთანდილ ბილანიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა...

“ნაციონალების ძუკ**ბის სპეკტაკლია” – ოცნების დეპუტატი შვილებზე ძალადობის ბრალდებას უარყოფს

თელავის საკრებულოს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარის მოადგილე და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი მიხეილ გრემელაშვილი ძალადობაზე...

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ძველი საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩაინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიული შენობის ნგრევის შედეგად...

ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრპერანგიანი კაცი ბილანიშვილია, შემდეგ კი უარყო

ტელეკომპანია იმედმა 17:00 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს–ს იდენტიფიცირებული ჰყავს პირი, რომელიც გურამ...

თუ ფანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიშროებას არ წარმოადგენს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ ჯანჯრები ღიაა, კონდიციონერის ჩართვა საშიში...

სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ესტუმრა და იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს...

სხვა სიახლეები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მიმზიდველი კოღოებისთვის 1 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. მათ, ვისაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ...

ჯანმრთელობა

ასობით მეცნიერი კორონავირუსის ჰაერიდან გადადებაზე საუბრობს და ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

ასობით მეცნიერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო...

შოუ ბიზნესი

ანჯელინა ჯოლი მისი შავკანიანი შვილის გამო შიშობს და თვლის, რომ “სისტემა მას არ დაიცავს

შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა, რომელიც პოლიციის არამართლზომიერმა ქმედებებმა გამოიწვია და აშშ–ში რასიზმის წინააღმდეგ მასობრივმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქვეყანაში კვლავ ალაპარაკდნენ...

ვიდეო