მთელი რისხვა მას დაატეხეთ, ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაუხსენით მის დასაჭერად – მელია ფანგანზე

ენმ–ს თავმჯდომარე ნიკა მელია ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის გამო აქტივისტის, ირაკლი ფანგანის დაკავებას ეხმიანება. მისი თქმით, ხშირად “ფორმა გვაღიზიანებს და ვივიწყებთ არსს”.

“ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!

გადამეტებული რისხვა ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, როგორ ითხოვდა ბევრი 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდების თვალების დამთხრელების ნაცვლად ჩემს დაჭერას. ხშირად გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს! საქმის არსი კი ისაა, რომ ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა”,– წერს მელია ფეისბუქზე.

უცნობია, ვის მიმართავს ნიკა მელია, თუმცა აცხადებს, რომ ხელისუფლებას მის დასაჭერად ხელ–ფეხი გაუხსნეს, თუმცა მას ისტორია გულანთებულ ახალგაზრდად მოიხსენიებს.

“დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა, დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია.

ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად!

დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად. ოცნების ხელისუფლებას ჰგონია რომ ეს ყველაფერი გაუვა. მაგრამ ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ! ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს- ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას”,– განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ დააკავეს აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ხოლო 239-ე მუხლი ხულიგნობას, ანუ ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

მელია უცხოელებისთვის ვერც განდი გახდა, ვერც მანდელა და ვერ სერვანტესი – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მიტროპოლიტი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის, მას საერთაშორისო...

მსოფლიო მეგაპოლისები საკუთარი სიმძიმით იძირებიან

მსოფლიო ოკეანის დონის აწევა არაერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის თემად იქცა, გვინახავს სიუჟეტები, როცა გიგანტური ტალღები...

ჯოჯოხეთის პირზე ვარ, რაღაც ძალა ჩასაჩეხად დამდევს – თინა ხიდაშელი

კორონავირუსის ინფიცირებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს. მისი თქმით, ჟანგბადის...

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, საკუთარ სახლში მოხუცი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოკლულია. მეზობლები ამბობენ, რომ ქალი...

აშშ-მ Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა – რა ვიცით მის შესახებ

აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. BBC-ის ინფორმაციით,...

28 თებერვალი: დადასტურდა COVID-19-ის 248 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 სააათში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 525 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი...

მოლდოვას რუმინეთმა აჩუქა ვაქცინის დოზები, ჩვენ არც მეგობრები გვყავს? – კულუმბეგოვი

მოლდოვას 21 ათასი დოზა"ასტრაზენეკას” ვაქცინა რუმინეთმა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ...

ნამახვან ჰესის თანამესაკუთრეები ადგილობრივებიც უნდა გახდნენ – ლელო

პარტია "ლელო" სოლიდარობას უცხადებს სამოქალაქო პროტესტს,რომელიც ნამახვანის ჰესის მშენებლობას უკავშირდება. ამასთან, პარტიის განცხადებით, "ლელო“ იყო...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო