მტკივნეულია, როცა ბულინგის მსხვერპლი ხარ – კაშია UEFA-ს ფილმში მონაწილეობს

UEFA–მ ფეხბურთში არსებული დისკრიმინაციული განწყობების შესახებ ფილმი გადაიღო, რომლის ერთ-ერთი გმირი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე გურამ კაშიაა.

კაშია ფილმში 2017 წლის მოვლენებს იხსენებს, როდესაც ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ ვიტესის კაპიტნის როლში ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაური გაიკეთა. ამ ჟესტს საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტი მოჰყვა. კაშია ყვება, რომ თავად გამოსცადა ბულინგი.

“როდესაც ნაკრებში უნდა მეთამაშა, მატჩის დაწყების წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, ბევრ ცუდ და ნეგატიურ კომენტარს მიწერდნენ. რთული დრო იყო ჩემთვის. არ მეგონა, რომ ამდენი ზიზღი იქნებოდა. ასეთი რაღაცები დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და ზოგჯერ მტკივნეულია. წარმომიდგენია, რამდენად რთულია, როცა ასეთი ბულინგის მსხვერპლი ხარ. ეს თავადაც გამოვცადე. უფრო მეტად ჩემს ოჯახზე ვდარდობდი. ვდარდობდი, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, რომ ვიცოდი რა იყო სწორი, მათ მე თავდაჯერებულობის გრძნობა გამიჩინეს”, — ყვება კაშია ფილმში.

2017 წლის ოქტომბერში, გურამ კაშიამ მატჩისას ხელზე ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური გაიკეთა, რაც ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილი იყო. ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და კამპანია #გურამშენთანვარ დაიწყეს. მათ გარდა, კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციამ, თანაგუნდელებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, სახალხო დამცველმა და სხვებმა.

ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – დაიღუპა 4 ფეხბურთელი

ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D...

პენსია, პრივილეგიები, დაცვა… რა ეკუთვნის ტრამპს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ იმპიჩმენტს გადაურჩა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის...

სააკაშვილმა წააქეზა, ჩივილს არ ვაპირებ, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება – ჩავლეიშვილი ფანგანზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ტვ ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის დაკავებული აქტივისტისთვის,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 24 იანვარს თბილისის დროით 21:58 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლარში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა...

ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია...

მოქალაქეები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და ოცნების ოფისთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მთავრობის მიერ...

კითხულობენ, კორონა იძინებს ღამით? მობილობის შემცირების საშუალებაა – გამყრელიძე ე.წ. კომენდანტის საათზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობბს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის შემცირების...

არცერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ისიე ჯერჯერობით არცერთ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო