მცხეთაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა დააფიქსირა – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 15:00 საათისთვის გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

(ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

ამ დროისთვის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია შემდეგი დარღვევები:

  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან მობილიზებული, რომელთაგან ერთ-ერთმა უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცა. დამკვირვებლის დანახვის შემდეგ კოორდინატორები დაიშლნენ.
  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორებმა აგრესია გამოამჟღავნეს “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის გარე პერიმეტრზე ფოტოს იღებდა.
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის 39-ე საჯარო სკოლასთან, სადაც #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებია განთავსებული, უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოხატა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის პერიმეტრზე ფოტოს იღებდა. იმავე ადგილას, სხვა მამაკაცმა აგრესიული იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ, რომელიც გადაღებას აწარმოებდა. აღნიშნულმა პირებმა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა აღმოაჩინა ერთი და იგივე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. „კარუსელი“). საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს რიგრიგობით შეყავთ საარჩევნო უბანზე და უფლებას აძლევენ ხმა მისცენ არაერთხელ. საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. მან მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ფანარი დამკვირვებლის შეკითხვის შემდეგ მოიძია.
  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #21 და #35 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება, რომლებთანაც კომისიის წევრები გამოდიან და ესაუბრებიან. ამასთან #35 საარჩევნო უბნაზე კომისიის წევრები თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და საარჩევნო პროცესი კენჭისყრის პროცედურების  დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, უყურადღებოდაა მიტოვებული საარჩევნო ყუთი და სხვა დოკუმენტაცია.
  • #79 ბათუმის საარჩვნო ოლქის #07, #11, #17, #21, #22, #54, #58, #66, 68, #69 და #104 საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსებში იმყოფებიან პარტიის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #87 და #21 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს არაუფლებამოსილი პირები აკონტროლებენ, რომლებიც ასევე აკრედიტაციის გარეშე შეუფერხებლად გადაადგილდებიან #21 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #52, #14, #15, #48, #23, #8, #28, #11, #13 და #17 საარჩევნო უბნებზე, #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე; #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #04 და #29  საარჩევნო უბნებზე; #56 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #01, #08 და #31 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #15 და #90 საარჩევნო უბნებზე;  #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #10, #18 და #48 საარჩევნო უბნებზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #09, #10, #12, #4, #26, #27 და #23 საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1, #2, #3 და #4 საარჩევნო უბნებზე; #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის  საარჩევნო ოლქის #31, #35, #36, #42, #44, #45 და #46 საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან...

"გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ " - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი...

მელიასთან და მის გაბანძებულ პარტიასთან ანგარიშები მაქვს და ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს – ელისაშვილი

ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით...

ცერცვაძის აზრით, კომენდანტის საათი მაისის ბოლოსთვის მოიხსნება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მისი აზრით, კომენდანტის საათი მაისის...

თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა – კობახიძე

"თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა"- განაცხადა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი...

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში – კუბილიუსი ენმ-ს მიმართავს

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში - ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"...

ჯაფარიძე კომენდანტის საათზე: სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ხელისუფლებას ვერ შევცვლით

"სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით და ვერც უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ. ნახირს ბოსელში კეტავენ...

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის – დაღუპულია 30-მდე ადამიანი რომელთაგან 10 ბავშვია

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 28 პალესტინელი, მათ შორის, 10 ბავშვი დაიღუპა.10 მაისის...

სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა – სუს

სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა -  სახელმწიფო უსაფრთხოების...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...