“ნიკა მელიას თავმჯდომარეობა “ნაციონალურ მოძრაობას” უფრო საინტერესოს ხდის“–არჩილ გამზარდია

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევას აფასებს:
“ნიკა მელიას თავმჯდომარეობა “ნაციონალურ მოძრაობას,” პირადად ჩემთვის, უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე აქამდე იყო. მას საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს საიმისოდ, რომ პარტია არსებული ელექტორატის გარდა სხვებისთვისაც გახადოს უფრო მიმზიდველი.
მიუხედავად იმისა, რომ პარტია თითქოს ეფექტურად პოზიციონირებს, ნიკა მელიას მაინც საკმაოდ ბევრი დილემა და გამოწვევა აქვს თავმჯდომარის რანგში განსახორციელებელი:
1) ენმ-ს ადამიანური რესურსები:
– ამ საკითხში ახალმა თავმჯდომარემ მაქსიმალურად უნდა მოინდომოს შედგეს ლიდერად და მნიშვნელოვან ავტორიტეტად პარტიის წევრებისთვის პირველ რიგში, უნდა დაიწყოს რეალური მმართველობა, პოლიტიკურ საბჭოს მისცეს არა ფორმალური, არამედ ფუნქციური სივრცე, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მისცეს რეალურად საპატიო თავმჯდომარის სივრცე, მაგრამ არა მთავარი წარმმართველის.
– უნდა შექმნას ახალი ლიდერები პარტიაში – პირადად, მე, არაერთი საინტერესო სახე ვიცი ამ პარტიაში, რომელიც არ ჩანს და არ ეძლევა საშუალება პარტიაში წინსვლის.
– წინა მმართველობასთან დაკავშირებული პირები, რომელთაც თავის დროზევე ნეგატიური სახით აჩვენეს, უნდა გადაიყვანოს პარტიის პასივში და არა აქტივში.
2) ენმ-ს ორიენტირი და იდეოლოგია:
– ენმ-ს უნდა მისცეს არა პიროვნებაზე ორიენტირებული ვექტორი, არამედ იდეაზე ორიენტირებული ვექტორი, აქვე უნდა მოახერხოს იდეური განახლებაც, რადგან თავის დროზე, რა შინაგანი შინაარსიც შეიძინა ამ პარტიამ, თავის დადებითი როლიც უკვე შეასრულა და უარყოფითიც. შესაბამისად, ეს იდეა მოითხოვს ხელახალ შექმნას და რეკრუტირებას.
– გასაზრდელია შიდა დემოკრატია, ავტოკრატიზმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიით, მათ შორის, რეალური დემოკრატიით, მენტალური დემოკრატიითაც და შიდა დემოკრატიული სისიტემით.
3) ენმ-ს პოზიციონირება:
– განვითარება სჭირდება პარტიის პოზიციონირების საკითხსაც, რადგან არსებული პოზიციონირება ჯერ კიდევ 2000-იანი წლების მოცემულობაზეა ორიენტირებული და არა 2020-იანი წლების მოცემულობაზე, ინერციული სვლა უნდა ორგანული პროცესით დაიხვეწოს.
– პარტიამ უნდა მოიძიოს დამატებითი ნიშები, გარდა იმისა, რითიც დღეს პოზიციონირებს, რათა მეტი პერსპექტივა შექმნას და ჯერ პოტენციური ელექტორალური სივრცე შექმნას, შემდეგ დამატებითი ელექტორატი.
და ა.შ.
ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ პარტია ახლა უფრო საინტერესო გახდა იმათთვისაც, ვისაც არც ისე დადებითი წარმოდგენები ჰქონდა ენმ-ზე ან ნეიტრალური დამოკიდებულება, მაგრამ არც ისე გულშემატკივრული. პარტიას ახლა შეექმნა დამატებითი გარკვეული პერსპექტივა.
დანარჩენს ვნახავთ.
წარმატებები ნებისმიერს, ვინც შეძლებს ჯერ პარტიებში შექმნას რეალური დემოკრატია ავტოკრატული მართვის ნაცვლად და შემდეგ თავის წილს შეიტანს დღევანდელი სახელისუფლებო ავტოკრატიზმის დამარცხებაში.“– წერს არჩილ გამზარდია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარეობის ფეისბუქ– არჩევნებში გაიმარჯვა. მან კონკურენტ ლევან ვარშალომიძეზე ორჯერ მეტი ხმა აიღო.

ავიაკატასტროფა ბრაზილიაში – დაიღუპა 4 ფეხბურთელი

ბრაზილიაში, ტოკატისის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის D...

პენსია, პრივილეგიები, დაცვა… რა ეკუთვნის ტრამპს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თუ იმპიჩმენტს გადაურჩა

დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის...

სააკაშვილმა წააქეზა, ჩივილს არ ვაპირებ, ციხეში ზრდილობა არ ისწავლება – ჩავლეიშვილი ფანგანზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ტვ ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის დაკავებული აქტივისტისთვის,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 24 იანვარს თბილისის დროით 21:58 საათზე, დმანისთან, სოფელ მამიშლარში 3.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა...

ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია მოსახლეობის 15%-19%-მდე, კოლექტიური იმუნიტეტისთვის უნდა იყოს 60-70%–ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეფასებითი მაჩვენებლით, ქვეყანაში ინფექცია გადაიტანა ან ინფიცირებულია...

მოქალაქეები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და ოცნების ოფისთან აქციას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისამდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი მთავრობის მიერ...

კითხულობენ, კორონა იძინებს ღამით? მობილობის შემცირების საშუალებაა – გამყრელიძე ე.წ. კომენდანტის საათზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობბს, რომ ე.წ. კომენდანტის საათი მობილობის შემცირების...

არცერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც საქართველოში, ისიე ჯერჯერობით არცერთ...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო