ოპოზიციის მოლოდინია, შემდეგ რაუნდზე არჩევნების თარიღზე ვისაუბროთ – გიორგი ვაშაძე

შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ.

“დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ, ფაქტობრივად, ცესკომ საკუთარი გუშინდელი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმებზე, რაზეც იყო საუბარი “ქართული ოცნების” მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა.  მეორე – ჩვენ შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ის მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, რადგან ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს.

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელიც გადამწყვეტია ჩვენი პოზიციის საბოლოო ფორმირებისთვის. ეს კარგად დაფიქსირდა დღევანდელ შეხვედრაზე და გამოირიცხა ის საკითხები, რომ რაიმე ტიპის გადათვლა ან სხვა გზა არსებობს, რადგან ცესკომ გუშინ დაასრულა გადათვლასთან დაკავშირებით ყოველგვარი ლაპარაკი, რადგან ჩვენი არცერთი სარჩელი არ გაითვალისწინეს და დროზე ადრე შეაჯამეს ოქმები.

თუ წინა გამოცდილებას დავაკვირდებით, თავიდან ძალიან მკაცრი პოზიციებია ხოლმე და შემდგომ არის ხოლმე გარკვეული პროგრესი. იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მეტი კონკრეტიკით, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ერთადერთი საკითხი, რაც დარჩა განსახილველი არის შემდგომი არჩევნების საკითხი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამოქალაქტო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-...

აშშ–ს კონგრესმა მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყანაში ფედერალურ დონეზე მარიხუანას...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც აქტივისტები საპროტესტო...

ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“ – ვოლსკი „გირჩზე”

"ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს"- - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია...

ჭავჭავაძეზე საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის...

ლომჯარია აცხადებს, რომ მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს და  სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს პასუხი გასცენ საზოგადოებაში გაჩენილ...

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს...

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს...

ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს – იაგო ხვიჩია ჯაფარიძეზე

" ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს"- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო...

სხვა სიახლეები

„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი“– თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა ამბობს, რომ ის პრეპარატმა რემდესივირმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში...

ჯანმრთელობა

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს ყველა ინტენსიურს მოვამარაგებდით?“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით კარგი პრეპარატია. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის ექიმების...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო