ოცნებამ გვარამიას ფრაზის ირგვლივ საშიში კამპანია წამოიწყო – ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ “ორკესტრირებული, ქვეყნისთვის საშიში და ძირფესვიანად ამორალური” კამპანია წამოიწყო ნიკა გვარამიას ფრაზის გარშემო.

პარტიის შეფასებით, ბუკნარში მომხდარი შემთხვევა, ისევე, როგორც ძალადობის ბევრი სხვა შემთხვევა რელიგიური და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ ოცნების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს დაწყებული პოლიტიკის შედეგია.

“ნიკა გვარამიას ფრაზამ ზოგიერთი გულწრფელი ადამიანიც შეაწუხა, მათ შორის ევროპული საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ლიდერი ახმედ იმამკულიევი. ახმედი წლებია შრომობს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებაში და უმცირესობათა გამორჩეული ხმაა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, ახმედ იმამკულიევი შეცდა და არა იმიტომ, რომ მისი პოზიცია სუს-ის მიერ წამოწყებულ კამპანიას დაემთხვა ან იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკური კომენტატორის კრიტიკა არ შეიძლება, არამედ იმიტომ, რომ ასეთ პოზიცია ყველას გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე პარტიის პოზიცია საჯარო კიდევ ერთხელ გავხადოთ.

გამოხატვის თავისუფლება ადამიანის თავისუფალი არსებობის, მათ შორის რწმენის თავისუფლების უმთავრესი გარანტორია. უაღრესად საშიშია ნებისმიერ რელიგიასთან მიმართებაში ირონიის, იუმორის ან ხატოვანი გამონათქვამის დემონიზება და რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეთა შეურაცხყოფად მონათვლა. აქედან სულ ერთი ნაბიჯია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე – ან კანონით ან ძალადობით. სწორედ ასეთი შემთხვევაა ნიკა გვარამიას გამონათქვამის გარშემო ქართული ოცნების მიერ დაწყებული ბინძური კამპანია”,– აცხადებს ევროპული საქართველო.

პარტიის აზრით, საზოგადოება აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს უმცირესობათა სტიგმატიზების მცდელობას.

“დაუპირისპირდეს არა მისი აკრძალვით, არამედ საპასუხო სიტყვით. ოღონდ ამ შემთხვევაში, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამიას უმცირესობათა სტიგმატიზება არ უცდია. ეს პოლიტიკური სარკაზმი იყო ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ ყველას, არ შეუწყონ ხელი ამ განწყობათა შექმნას, რადგან ეს საშიშია ყველასთვის და პირველ რიგში თავად უმცირესობებისთვის.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, არასწორი იყო ახმედ იმამკულიევის პოზიციის ევროპული საქართველოს პოზიციად მონათვლა, განსაკუთრებით მაშინ როცა ჩვენი პარტიისა და საქართველოს მუსლიმთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა ტარიელ ნაკაიძემ ნათლად და გასაგებად გამოხატა ის დამოკიდებულება, რომელიც ემთხვევა პარტიის საერთო პოზიციას.

გამოხატვის თავისუფლება იყო და რჩება იმ ქვაკუთხედად რასაც თავისუფალი, განვითარებული და მდიდარი დემოკრატიები ეფუძნება”. – წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავარი არხის გენერალური დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ასე გამოეხმაურა: “ნახევრად ხუმრობით ვიტყვი რომ ივანიშვილს პრაქტიკულდ უწერია, რომ სააკაშვილი ალაჰი და გვარამია მუჰამედი მისი მოციქული”, რასაც ქართული ოცნების წევრებისა და რამდენიმე ოპოზიციონერის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი გვარამიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება..” – თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე ერთმანეთს პირდაპირ ეთერში...

“ჩაიხადე და მეტი რეიტინგი გექნება. რომელი გამოქვაბულიდან გამოხვედი?“ - თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე...

ძაან რთულადაა ჩერგოს საქმე, ქოცების ყველაზე თამამ ფანტაზიებსაც სცდება – ელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილზე

"ძაან რთულადაა ჩერგოს საქმე, ქოცების ყველაზე თამამ ფანტაზიებსაც სცდება"- ამის შესახებ  ჟურნალისტმა ელისო კილაძემ...

გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე – თურნავა

"ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე. ტურისტებზე, ვინც მხარჯველუნარიანია" -ამის შესახებ  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია...

ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, კობახიძეს, არც სხვას – სამადაშვილი

ვიბრძოლებ, რომ არავის გაუტეხონ თავი, არც თალაკვაძეს, არც კობახიძეს და არც სხვას, როგორც დღეს...

აქტივისტები კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და საპროტესტო მსვლელობას მართავენ

აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი პარლამენტის...

მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე – რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით...

"მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე"- მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში მომღერალის...

თენგიზ ცერცვაძე თვლის რომ საპროტესტო აქციების ნაწილს პოპულისტური მოთხოვნები აქვთ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ფიქრობს, რომ  მოსახლეობის მოთხოვნა ეკონომიკის...

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.ამის შესახებ ზალკანიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო