ოცნებასთან ფარული მოლაპარაკების საფუძველი არ არსებობს, ლოგიკას გაყევით – ელისაშვილი “მთავარს”

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება მთავარი არხის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ელისაშვილი ქართულ ოცნებასთან ფარულ მოლაპარაკებებს მართავს.

ელისაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას ხუმრობით პასუხობს და ამბობს, რომ მას ადასტურებს.

” ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ჩვენი პარტია ფარულ მოლაპარაკებებს მართავს ქართულ ოცნებასთან რიგგარეშე არჩევნების სავარაუდო დანიშვნის პირობებთან დაკავშირებითმინდა ნაწილობრივ დავადასტურო ეს ამბავი! წუხელ, აჭარის ტელევიზიასთან ჩართვის შემდეგ ოფისიდან წავედი სახლში. ეგრე 10 საათი იქნებოდა. სახლში ვიყავით მე, ჩემი ცოლი ირინა, შვილი სანდრო და სპანიელი რემბო. დაახოებით ერთ საათში უაღრესად ფარულ და საიდუმლო ვითარებაში გვესტუმრა კარის მეზობელი და იმავდროულად ცოლისდა თამთა. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვიხილავდით მიმდინარე პოლიტიკურ და საყოფაცხოვრებო საკითხებს. საახალწლო სამზადისსაც კი შევეხეთ საუბრის დროს. მალევე თამთა ბავშვების დასაძინებლად გადავიდა სახლში, რა თქმა უნდა ისევ უაღრესად ფარულ ვითარებაში…”,– წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

ის მთავარ არხსა და ოპოზიციის ნაწილს მიმართავს, “ლოგიკას გაყვნენ”.

“ისე კი, ძვირფასო მედიის და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებო – ლოგიკას მაინც გაყევით: ხმამაღლა და მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი რომ თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება კარგია, არ ვართ წინააღმდეგები მაგრამ თუ არ დაინიშნება არც მაგაზე მოვიკლავთ თავებს. ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ჰოდა, აქედან გამომდინარე ლოგიკა გეუბნებათ რომ ჩვენი და ქართული ოცნების ფარული მოლაპარაკებების საფუძველიც კი არ არსებობს. კი ვერ დაგიშლით არარსებული სკანდალის დეტალების დაზუსტებას, თქვენი საქმისა თქვენ იცით. უბრალოდ ამაოდ დაიღლებით და ეგაა”, – წერს ელისაშვილი.

დედას ნელ-ნელა დაავიწყდა ჩვენი სახელები, მიილია – გაბუნიას მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე

„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ დედაზე, ჯულიეტა ვაშაყმაძეზე ისაუბრა. მან მონოლოგში დედამისისის ავადმყოფობისა...

ალექსეი ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, რომელიც მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, აეროპორტში დააკავეს. პოლიტიკოსი...

არ მეშინია, ვიცი, რომ მართალი ვარ, წავალ სახლში – ალექსეი ნავალნი

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არაფრის ეშინია,...

ნავალნი მოსკოვშია – თვითმფრინავი შერემეტოვის აეროპორტში დაჯდა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთშია. მოსკოვში, ვნუკოვის საერთაშორისო აეროპორტი ჩამომსვლელი ფრენებისთვის დახურეს. თვითმფრინავი, რომელშიც...

“სახლში მივფრინავთ” – ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ის მეუღლესთან ერთად ბერლინიდან უკვე გაფრინდა და...

საიას ახალი თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საიას თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის...

გირჩი – მეტი თავისუფლება: დაუყოვნებლივ გაიხსნას ქვეყანა, აღდგეს სატრანსპორტი მიმოსვლა

"გვაცადეთ მუშაობა!" – ამ მოწოდებით "გირჩი – მეტი თავისუფლება" განცხადებას ავრცელებს. პარტიის განცადებით, გირჩი პანდემიის...

შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა – მაშველები ეკიპაჟის წევრების გადარჩენას ცდილობენ

შავ ზღვაში, თურქეთის პროვინაცია ბართინის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველები გემის ეკიპაჟის 15...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი...

შოუ ბიზნესი

ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად...

ვიდეო