“ოცნების” ვერსია უფრო ახლოა შეთანხმებასთან – მეგრელიშვილი ამნისტიაზე 

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექი უფრო ახლოა შარლ მიშელის შეთანხმებასთან, ვიდრე ოპოზიციის.

“გუშინ ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონს დავუჭირე მხარი. ორი პროექტია და რაღაცნაირად მგონია, რომ ქართული ოცნების და ოპოზიციის პროექტებს შორის ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ ერთი პროექტი ყოფილიყო და მანამდე ყოფილიყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია და პოზიცია ვერ თანხმდება… საჯაროდ შემიძლია დავადასტურო, რომ ქართული ოცნების ვერსია უფრო ახლოა შეთანხმების ვერსიასთან.

პატიება-არპატიების თემა იყო განსხვავება ამ ორ ვერსიას შორის, სადაც დაზარალებულებს უნდა ეპატიებინათ. ხომ წარმოგვიდგენიამ რამდენი ასეული, შეიძლება ათასი ადამიანი გრძნობდეს თავს დაზარალებულად ფიზიკურად, უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება თანხმობის მიღება ამ ადამიანებისგან”,– თქვა მეგრელიშვილმა თავისივე გადაცემაში.

გუშინ პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ოპოზიციით ვერსიით, საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის.

გარდა ამისა, ოპოზიციის კანონპროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების პროექტის მიხედვით, პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს.

მეუფე იაკობი აცხადებს, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი ჯერ ადრეა

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ...

ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს პრესმდივანი მამა...

მთავრობას კოვიდშეზღუდვების დაწესების უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდება

მთავრობას კოვიდშეზღუდვების ერთპიროვნულად დაწესების უფლება 2022 წლის 1 იანვრამდე გაუხანგრძლივდება. ამის შესახებ, პარლამენტში, უკვე...

სასამართლო არ გვაქვს – ყოფილი პროკურორი

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს"-ამის შესახებ, ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ...

წამოძახებით, “მაშინ რატომ ვერ გააკეთე”, კომპლექსს ვერ გამიჩენენ – გახარია

"წამოძახებით, "მაშინ რატომ ვერ გააკეთე", კომპლექსს ვერ გამიჩენენ"-  ამის შესახებ, ყოფილმა პერმიერმა, გიორგი გახარიამ...

ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

"ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა...

ზურა ჯაფარიძე იმნაძის, გამყრელიძის და ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლაში, სრული ლოქდაუნითა და შეზღუდვებით...

23-ში დაბადების დღეა, იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით – ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს – მეცნიერების ახალი დასკვნა

ადამიანებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს კორონავირუსის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი უყალიბდებათ, რომელმაც შეიძლება პაციენტი განმეორებითი დაინფიცირებისგან ათწლეულების მანძილზე დაიცვას. თანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაავადება შედარებით...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...