პატარა პარტიების ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ ენმ-სთვის დაუჭერია მხარი – ოხანაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ხალხი, რომელიც დასავლურობაზე “თავს დებს”, ამავდროულად, ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირს აქციებს უმართავს. მისი აზრით, დასავლეთი ასეთ ჯგუფებს სათანადოდ არ უსმენს, რაც ოპოზიციასთან პომპეოს არშეხვედრით დადასტურდა.

“ხალხი, რომელიც დასავლურობაზე, დემოკრატიაზე, დასავლეთთან თანამშრომლობაზე თავს დებს და ამავდროულად, აქციებს უმართავს უმაღლესი თანამდებობების პირს, გვინდა არ გვინდა, ეს იყო აქცია ამერიკისადმი და ამითი კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ დასავლეთი ასეთ ჯგუფებს, ამ ინტერესების გარშემო გაერთიანებულს, არ უსმენს სათანადოდ და ეს დადასტურდა იმით, რომ არ მომხდარა მათთან შეხვედრა. ამიტომ ეს სურათი თუკი ვინმეს აწყობს, არიან ის ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილნი, ამიტომ არ შევუწყოთ მათ ხელი”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა არჩევნები “შემდგარად და ლეგიტიმურად” მიიჩნიეს, ამიტომ, ოპოზიციამ “არ უნდა დაღალოს ხალხი” და პარლამენტში უნდა შევიდეს.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამომრჩევლები, ვინც მხარი დაუჭირა პატარა პარტიებს, იმედგაცრუებული არიან, რადგან აღმოაჩინეს, რომ  მხარი დაუჭერიათ ნაციონალური მოძრაობისთვის და არა ამ პატარა პარტიებისთვის. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ახერხებს, საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით ატაროს ეს პატარა პარტიები, მაგრამ ამ პარტიებს ჯერ კიდევ მოუწევთ ტესტის ჩაბარება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას დაკარგავენ”, -თქვა ანრი ოხანაშვილმა.

შენი საქმე განახლდა 14 დეკემბრიდანო- სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეც ჩანიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე განაახლა. ამის შესახებ, ოქრუაშვილი...

იმნაძის განცხადებით, 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების...

UNICEF – საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს

საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15% სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს...

ქუთაისის მერია “მზეჭაბუკის” ძეგლის მოსაწყობად 98 ათასი ლარის ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 9 აპრილის ქუჩაძე "მზეჭაბუკის" ძეგლის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს, რომლის ოდენობა 98 699 ლარია....

პირველი განცხადება, რაც გაკეთდა, იმ აზრზეა მთელი ოპოზიცია – ხაზარაძე პარლამენტში შესვლაზე

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრებები ,,ვარიანტები და ვარაუდებია", თუმცა ოპოზიცია პირველი...

მძიმე ვითარებაა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით-ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმების თვალსაზრისით „საკმაოდ მძიმე ვითარებაა". პარტია...

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, #15-ში, ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამ დროისთვის, ადგილზე საგამოძიებო...

ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა მყავს, ეს რომ არა, ეპარქიაში გადაადგილებას ვერ შევძლებ – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, მას ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა ჰყავს, რომელიც ეპარქიაში...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო