პირველ ეტაპზე შესულ განაცხადებებზე თანხების ჩარიცხვა 1 სექტემბრიდან დაიწყება – გახარია 18 წლამდე ბავშვებისთვის 200 ლარიან დახმარებებზე

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, პირველ ეტაპზე შესულ განაცხადებებზე კი თანხების ჩარიცხვა კვლავ 1 სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა,18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის ჩარიცხული თანხები, პირის საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად ან სხვა აღსრულების მექანიზმისა და თუ ღონისძიებებისთვის გამოყენება არ მოხდება.

„კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე მოქალაქეეების მხარდაჭერის კონკრეტულ ღონისძიებებს და ნაბიჯებს დგამს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, თუმცა აქ იყო ტექნიკური შესაძლო პრობლემები, რომელიც ჩვენ მოვაგვარეთ. გუშინ გვქონდა საბანკო სექტორთან შეხვედრა და მათთან საუბრის შემდგომ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები და ოჯახები, არცერთ შემთხვევაში, არ იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასრულებლად მიმართული. რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. ისევე როგორც აღსრულების არცერთი მექანიზმი და ღონისძიებები ამ თანხას არ შეეხება” ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით ამ პროგრამაზე 810 ათასი ბავშვის განაცხადია, რაც 482 ათას ოჯახია.

“ეს არის ყველაზე სწორი და ეფექტიანი დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გადავწყვიტეთ. ეს მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და პირველ რიგში, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად”, – განაცხადა გახარიამ.

“სააკშვილს არ სურს ივანიშვილის დამარცხება იმაზე მეტად ვიდრე ძალაუფლების კვლავ ხელში ჩაგდება“–ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მან ტელეეთერით გააკეთა. მისი თქმით,...

“ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო”- ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

მომღერალი  და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა და  გოგოს რომლის მისამართითაც მან...

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები,...

ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ენმ, ან საქართველო დაიღუპება – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას. მისი...

8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად – გახარია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ 8 წელი ინფრასტრუქტურის "ფორმაში მოსაყვანად" საკმარისი არ აღმოჩნდა. მისივე მტკიცებით,...

ვადასტურებ, ჩემი მთავრობა შეეხო თითოეულ ოჯახს, გაუჩნდა შუქი, გამოიხედა თვალებში – სააკაშვილი კალაძეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი კახა კალაძის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ "არ არსებობს...

ვიცი, როგორ გაუჭირდა ჩემს ხალხს, ძვირფასებო, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ – სააკაშვილი (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის ვიდეოში საუბრობს გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე...

არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა – მდინარაძე

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "არ არსებობს სფერო, სადაც არ არის...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო