რამდენად საშიშია ტურბულენტობის ზონა და შეიძლება თუ არა ამ დროს თვითმფრინავი ჩამოვარდეს

ტურბულენტობაფიზიკური მოვლენაა, რომელიც ამა თუ იმ ხარისხით, გამოცდილი აქვს ყველა ადამიანს, ვისაც თვითმფრინავით უმგზავრია. თვითმფრინავი მოულოდნელად იწყებს ზანზარს, როგორც ცუდ გზაზე მიმავალი ავტომობილი. ტურბულენტობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო წარმოიქმნას. მაგალითად, როდესაც თვითმფრინავი მოქუფრულ ღრუბელში ხვდება. ასეთ ღრუბელში წყლის ორთქლი წვეთებად გადაიქცევა და ქმნის ენერგიას, რომელიც ჰაერს აცხელებს.გამთბარი ჰაერის ნაკადები თვითმფრინავს არწევს. რადარებს ასეთი სიტუაციების წინასწარ განსაზღვრა შეუძლიათ, თავად პილოტებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ღრუბლებს, თუ ხვდებიან, რომ თვითმფრინავმა შეიძლება რყევა დაიწყოს.

როგორ წარმოიქმნება ტურბულენტობა?

 

ზოგჯერ ტურბულენტობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავისგან მომავალი ჰაერის ნაკადებში ექცევა, იმ ლაინერების, რომელმაც მანამდე გაიფრინეს. ასეთი რამ აეროპორტების სიახლოვეშიც ხდება. მსგავსი სიტუაცია რთულია უფრო მცირე ზომის თვითმფრინავებსთვის, რომლებიც დიდების უკან მიფრინავენ. არსებობს სხვადასხვა გზები, რომლითაც პილოტებს და დისპეჩერებს ასეთი სიტუაციებისთვის თავის არიდება შეუძლიათ. მოწმენდილი ცის ტურბულენტობის წინასწარ განსაზღვრა რთულია. ასეთი ტურბულენტობა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ჰაერის ორი ნაკადი გადაიკვეთება, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარით ან სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს. ხშირად ეს დიდ სიმაღლეზე ხდება ჰაერის მდგრად ნაკადებთან ახლოს, რომლებიც ზღვის დინებებს, გოლფსტრიმს ჰგავს, ოღონდ ცაში. როდესაც პილოტები ასეთ ტურბულენტობას გადააწყდებიან, ისინი ამის შესახებ სხვა თვითმფრინავების ეკიპაჟებს აფრთხილებენ, რომ ამ უკანასკნელებმა გაითვალისწინონ.
 

ტურბულენტობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როგორც წესი, ტურბულენტობა იმდენად სუსტია ხოლმე, რომ მგზავრები მას განსაკუთრებით ვერც გრძნობენ. ძლიერი ტურბულენტობა გაცილებით იშვიათად წარმოიქმნება.

შეიძლება რომ თვითმფრინავი ტურბულენტობის გამო ჩამოვარდეს?

 

თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. თანამდროვე თვითმფრინავები ძალიან ძლიერ ტურბულენტობასაც გაუძლებენ. ბოლო შემთხვევა, როდესაც ტურბულენტობის ზონაში მოქცეულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, 16 წლის წინ, 2001 წლის 12 ნოემბერს მოხდა, თუმცა ინციდენტი პილოტის შეცდომის გამო მოხდა.

რამდენად ხშირად შავდებიან მგზავრები ტურბულენტობის გამო?
ტრანსპორტის უსაფრთხოების ამერიკული ნაციონალური საბჭოს მონაცემებით, ყოველწლიურად აშშ-ში ტრავმებს ტურბულენტობის გამო იღებს დაახლოებით 60 ადამიანი, რომლებიც ფრენის დროს ღვედებს არ იმაგრებენ. იმის გათვალისწინებით, რომ წელიწადში ამერიკულ კომპანიებს ასობით მილიონი მგზავრი გადაჰყავთ, 60 შემთხვევა – საკმაოდ ცოტაა.

1980 წლიდან 2008 წლამდე ტურბულენტობის გამო სერიოზული ტრავმები მიიღო 298 ადამიანმა, 3 – დაიღუპა. დაშავებულთა უმრავლესობა ეკიპაჟის წევრი იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. AirSafe-ის მონაცემებით, 1980 წლის შემდეგ, მსოფლიოში, ტურბულენტობის დროს მიღებული მძიმე ტრავმების გამო, 6 მგზავრი დაიღუპა. AirSafe-ის სტატისტიკა არ მოიცავს იმ თვითმფრინავებთან დაკავშირებულ ინციდენტებს, რომლებიც შექმნილი ან აწყობილია პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე.

როგორ შევამციროთ რისკი ტურბულენტობით გამოწვეული ტრავმისგან

 

დაიმაგრეთ ღვედი. და მთელი ფრენის განმავლობაში არ მოიხსნათ. ხელის ბარგი მხოლოდ სპეციალურ თაროზე შეინახეთ და არ დაგავიწყდეთ მისი დახურვა – წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ან სხვას შეიძლება მოხვდეს ჩემოდანი. სალონის გასასვლელში გავლისას ხელი მოკიდეთ სავარძლებს ან ბარგის თაროებს. და არავითარ შემთხვევაში არ ჩაისვათ კალთაში ბავშვები. თქვენ ვერ შეძლებთ მათ დაჭერას მკვეთრი რყევის დროს. ყურაღებით უსმინეთ ეკიპაჟის გაფრთხილებებს.

ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი, დიდი ალბათობით, რუსთავშია წარმოებული – “რუსთავის აზოტი”

"რუსთავის აზოტის" გენერალური დირექტორის მოადგილებმ, ლევან ბურდილაძემ განაცხადა, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის...

ბაჩანა ლობჟანიძე თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, "მთავარ არხს"...

სააკაშვილი დაემსგავსა ღამურას, ის არასდროს ყოფილა რეფორმატორი – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი არასდროს ყოფილა...

განმუხური-ანაკლიას გზაზე მომხდარ ავარიას 2 მორაგბე ემსხვერპლა

გუშინ ზუგდიდში, ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი...

საქართველოს ელჩმა ბერძნულ მხარს უთხრა, რომ შესაძლოა მათი დოკუმენტები ყალბი იყოს – კანდელაკი

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი წევრის, გიორგი კანდელაკის თქმთ, საქართველოს ელჩი საბერძნეთში, დავით დონდუა, საბერძნეთის საგარეო...

ბეირუთის გუბერნატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა (ვიდეო)

ბეირუთის გუბერნატორმა მარვან აბუტმა, ჟურნალისტებთან საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. ბეირუთის პორტის...

გავეცანით გარკვეულ ჩვენებებს, რამაც მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში დღეს გარკვეულ ჩვენებებს გაეცნენ, რამაც საქმეში...

სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, შემოწმებულია 38 სოფელი, დათვალიერებულია 7 მდინარე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ...

სხვა სიახლეები

მივიღე ვიდეოკადრი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი ვენებს იჭრის – თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით და პოლიციის ცრუ განგაში

თვითმკვლელობის ინსცენირება ფეისბუქით: გორელი გოგოს ხუმრობას პოლიცია მთელი ღამე იძიებდა - ფეისბუქმომხმარებელი, შალვა ლონდარიძე სოციალურ ქსელში წერს იმ ისტორიაზე, რომელიც მას გუშინ გვიან ღამით გადახდა. ...

ჯანმრთელობა

კორონავირუსის ჩინური ვაქცინა მზად წლის ბოლომდე იქნება

ჩინური კომპანია Sinopharm პირობას დებს, რომ ვაქცინას წლის ბოლომდე დაამზადებს. კომპანიის მეთაურმა, ლიუ ცზინჩჟენმა განაცხადა, რომ ტესტირების ბოლო ეტაპი შესაძლოა უახლოეს სამ თვეში დასრულდეს. მანამდე...

შოუ ბიზნესი

“ჩემი შვილი თვლის, რომ ბოიფრენდი მჭირდება“–შარლიზ ტერონი პირად ცხოვრებაზე

44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა....

ვიდეო