რას წერს ბაჩო ახალაია ციხიდან – ეკა ხერხეულიძე წერილს აქვეყნებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.  მან ბაჩო ახალაიასგან წერილი დღეს, 21 აპრილს მიიღო.

“დღეს ბაჩოს წერილი მივიღე…ხომ შეიძლება 9 წლის სამაარტოო საკანში გამომწყვდეულმა კაცმა ერთხელ მაინც წაიწუწუნოს მის მიმართ წარმოებულ არნახულ უსამართლომაზე?ან ქვეყნის ბედის გარდა აინტერესებდეს რამე?დიდი წერილიდან ეს ამონარიდი მინდა გაგიზიაროთ და ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ ,როგორი მართლები ვართ მის წინაშე…

….

“შიში,შიშზე რას იტყვი,რომელიც დამატებით ბორკილად გვადევს?
დღევანდელ ქართველს ხომ რაღაცის აუცილებლად უნდა ეშინოდეს და ეშინია კიდეც არანორმალურად.

ვიღაცას ღმერთის თვითგამოცხადებული მოციქულის-მღვდლის ეშინია,ვიღაცას დასავლელი დიპლომატის..აი,რას იტყვის მღვდელი ერთზე და მეორე დიპლომატზე, ეს არის მთავარი თემა.ორივე ტიპს კი რუსის ეშინია და ხოხავს მის წინაშე.
და თურმე კიდევ კადიროვის გვეშინია…

აი,გაბუნიამ პუტინს რომ აგინა,მაშინ ის არხი არ მქონდა და სამწუხაროდ,ეს სასიამვნო შოკი არ განმიცდია,მაგრამ შემდეგ დღეებში ოთახში დავდიოდი და ვილანძღებოდი,უკიდურესად დამცირებულად ვგრძნობდი თავს იმის შეტყობით,რომ საქართველომ ისევ შიშით კანკალი დაიწყო,არიქა,ამას რამე არ მოყვესო…როგორ უნდა გრძნობდე ადამიანი თავს,როცა ხედავ შენს ერს,შენს სახელმწიფოს კადიროვის ეშინია.რა უნდა ქნა ამ დროს?..

მერე რას უშვება ეს შიში ადამიანებს,ისეთ სასოწარკვეთამდე მიყავს ,რომ მიზეზის,ანუ გაბუნიას ჩაქოლვა ხომ ბევრს სრულიად გულწრფელად შეიძლებოდა მოსჩვენებოდა აუცილებელ მსხვერპლშეწირვად?

არაფრით არ შეიძლება ასეთი დაცემის,ასეთი შიშის რაციონალური ახსნა,რომ არაფერი ვთქვათ გამართლებაზე.განა შიშის გარდა რამე სხვა იკითხება იმ რეაქციებში რაც ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს ოთხოზორიას და ტატუნაშვილის ტრაგედიებზე?
მაცოფებს ის,რომ საზოგადოება სინამდვილეში არასდროს სთხოვს საკუთარ სახელმწიფოს შურისძიებას.რომ იცოდე,სამართლიანი შურისძიება დაღუპული და დაჩაგრული თანამოქალაქეებისთვის არ არი ადვილი საქმე,მაგრამ გარწმუნებ,არც ისეთი ეგზოტიკაა,რომელიც თურმე მხოლოდ ისრაელს უნდა ახასიათებდეს.ჩვენც შეგვიძლია…განსხვავება გენეტიკაში კი არ არის,არამედ ეროვნული ღირსების აღქმაში-ამიტომაც არის ეს ღირსების საქმე.

იყო დრო,როცა ანწუხელიძის მკვლელები სამართლიანი შურისძიებისგან სოროებში ვირთხებივით იმალებოდნე,მათ ნაწილს პასუხი გაეცათ.ცოცხლებს წლები ეშინოდათ მკვდარი ანწუხელიძის და რამდენიმემ ვერც გადაიტანა,მაგრამ,ჰოი საოცრებავ,ნებაყოფლობით დაიწყო საქართველომ ისეთი დაცემა,რომ აგერ თვალწინ,ხალხის თვალწინ,ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ,პოლიციის თვალწინ,დღისით მზილით,ცინიკურად მოკლეს ის საცოდავი ბიჭი.

ანწუხელიძის შემთხვევაში დღემდე სირთულედ რჩება იმ წამებაში მონაწილე ყველა პირის დადგენა,ბევრმა ამ ანონიმურობითაც გადაირჩინა თავი,მაგრამ ოთხოზორიას შემთხვევაში ხომ ყველაფერი ხელისგულზეა და როგორ შეიძლენა მის მკვლელს სადმე მშვიდად ეძინოს, გინდა მოსკოვში და გინდა ხაბაროვსკში.

ყველაზე უფრო მაგიჟებს ის ფაქტი,რომ აგერ ამდენი წელია ვზივარ და ყოველდდღე ვუყურებ ტელევიზორს,მთელი ეპოქა გადის და სიტყვა აფხაზეთი არავის არანაირ კონტექსტში არ წამოცდენია.რა ამ მსმენია ამ ტელევიზორიდან ,ვენესუელა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახი გავიცანი,სიტყვა აფხაზეთი კი შეცდომითაც არავის წამოცდენია…..”- წერს ეკა ხერხეულიძე.

თითქმის აღარ განვიხილავ – მელია თბილისის მერად კენჭყისრაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია "ამერიკის ხმასთან ინტერვიუში" ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის...

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი...

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...