რა გვასწავლა პანდემიამ – მეცნიერება ფსევდომეცნიერების წინააღმდეგ

ფსევდომეცნიერება ყოველთვის არსებობდა და თვისებრივად არც დღეს შეცვლილა – ის ისეთივე უარგუმენტო და მცდარია, როგორიც აქამდე იყო. მაგრამ როდესაც ინტერნეტსა და ინფორმაციაზე მუდმივ წვდომას ტექნოლოგიურ პროგრესს ვუმადლით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცრუ მეცნიერების ასეთი პოპულარობაც ამ პროგრესის უნებლიე „დამსახურებაა“. დღეს ინტერნეტ სივრცე ყალბი სამეცნიერო ინფორმაციითაა დანაღმული და მოგვწონს თუ არა, ეს ნაღმები თავის საქმეს კარგად აკეთებს.

პანდემიის პირობებში დეზინფორმაციის ნაკადის გაძლიერებასთან ერთად, სულ უფრო გართულდა ცრუ და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეცნიერების ერთმანეთისგან გამორჩევა. ყველას გვინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს, ყველა ვეძებთ გამოსავალს და იმედით შევყურებთ ნებისმიერ ახალ ცნობას. სამწუხაროდ, ამ ძიებაში ხშირად ვაწყდებით ყველანაირ საფუძველს მოკლებულ ინფორმაციას და რჩევებს. ზოგიერთი ასეთი რჩევის გათვალისწინებას კი სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს. პოტენციურად სასიკვდილო რეკომენდაციების თვალსაჩინო მაგალითებია COVID-19-ის სამკურნალოდ ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებებისა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების მოწოდებები, რომლებიც გასულ კვირებში სამეცნიერო სამყარომ ერთხმად დაგმო.

პანდემიამ მკაფიოდ დაგვანახა, რამდენად გავრცელებული, პრობლემური და სახიფათოა ყალბი მეცნიერება და, საბედნიეროდ, დღეს უკვე ცხადად აღვიქვამთ საკითხის სერიოზულობას. კრიზისი იმდენად ღრმაა, მითები კი იმდენად ბევრი, რომ ამჟამად დეზინფორმაციასთან ბრძოლას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს, ვიდრე როდესმე. ფსევდომეცნიერების წინააღმდეგ ერთადერთი იარაღი არსებობს – სწორი, სანდო და მტკიცებულებებზე დამყარებული ინფორმაციის გავრცელება. შესაბამისად, დღეს ექიმებს და მეცნიერებს თავიანთი უშუალო საქმიანობის გარდა, გამნაღმველების და ჭეშმარიტი ცნობების გამავრცელებლების ფუნქციაც ეკისრებათ. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში მათ თითოეული ჩვენგანის დახმარებაც ესაჭიროებათ.
რა უნდა გააკეთოს სამეცნიერო სამყარომ ფსევდომეცნიერებასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის?

ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორმა ტიმოთი კოლფილდმა, რომელიც სამედიცინო სამართლის სპეციალისტია და მრავალი წელია მედიცინასთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და გავლენას იკვლევს, ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში Nature ამ პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა.

კოლფილდის თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია, აკადემიურმა საზოგადოებამ ფსევდომეცნიერებასთან მიმართებით ერთიანი და პრინციპული პოზიცია დაიკავოს. უნივერსიტეტები და სამედიცინო დაწესებულები არ უნდა იყვნენ ლოიალურები მტკიცებულებას მოკლებული მეთოდების, მაგალითად, ჰომეოპათიის, მიმართ. ამჟამად COVID-19-ის წინააღმდეგ ბევრ ისეთ საშუალებასა და ხერხს გვთავაზობენ, რომელთა შედეგიანობა და უსაფრთხოებაც დადასტურებული არ არის. დღეს ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, კანადაში მარეგულირებლები გაცილებით უფრო ფხიზლად აკვირდებიან ქიროპრაქტიკოსების, ნატუროპათების და ჰომეოპათების საქმიანობას და მათ მიერ COVID-19-ის წამლებად შეფუთული პროდუქციის გავრცელებას ზღუდავენ.

თუმცა, ტიმოთი კოლფილდის მოსაზრებით, მტკიცებულების არ მქონე ნებისმიერი პრაქტიკის ლეგიტიმაცია არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ, ზოგადადაც დაუშვებელია. COVID-19-მა უბრალოდ პრობლემის სიმწვავე გამოააშკარავა, რაც სამომავლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის ფსევდომეცნიერების მიმართ მტკიცე და შეთანხმებული მიდგომის ჩამოყალიბების საფუძველი უნდა გახდეს.

სამეცნიერო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი გზა მკვლევარებისა და ექიმების საჯარო განხილვებში ჩართულობაა. დაუდასტურებელი მოსაზრებებისა და ყალბი მეცნიერების გამავრცელებლები ხშირად ე.წ. „მეცნიერულ“ ტერმინებს იყენებენ ხოლმე, რათა თავიანთ მტკიცებებს დამაჯერებლობა შესძინონ. სხვათა შორის, ეს საკმაოდ ეფექტიანი ხერხია, რადგან რთული სამეცნიერო ენა ამა თუ იმ განცხადებას ავტომატურად ლეგიტიმაციას მატებს.

როგორც ვთქვით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა მხოლოდ მართებული ინფორმაციის ტირაჟირებითაა შესაძლებელი. დღეს სოციალური ქსელები სავსეა, მაგალითად, ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობებით, კონსპირაციის თეორიებით და, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ მართებული, სანდო სამეცნიერო არგუმენტაციაზე დამყარებული ინფორმაცია ამდენადვე ეფექტიანად არ ვრცელდება. ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობდნენ ინტერნეტ-განხილვებში და ყველა შესაძლებელ პლატფორმას იყენებდნენ ფსევდომეცნიერების წინააღმდეგ.

დეზინფორმაციის ექსპერტის, კლარა უორდლის (ჰარვარდის უნივერსიტეტი), თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი ლანდშაფტის/სივრცის მართებული ინფორმაციით გადავსებაა. აუცილებელია, რთული სამეცნიერო მსჯელობა მარტივად და გასაგებად იყოს გადმოცემული და, რაც თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე, სრულებით ლოგიკურია, ქსელში ადვილად უნდა ზიარდებოდეს.
შეიტანეთ წვლილი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში:

  • გააზიარეთ მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია!
  • გამოიყენეთ სოციალური ქსელები (Facebook, Twitter, Youtube და სხვა) და ხშირად გაავრცელეთ მეცნიერულად დადასტურებული ცნობები
  • მიმართეთ მოსახლეობას მედია საშუალებებით
  • ჩაერთეთ საჯარო (თუნდაც, ონლაინ) დისკუსიებში
  • ჩაატარეთ ლექციები (ამ შემთხვევაში, დისტანციურად) და დაესწარით კოლეგების ლექციებს
  • მოუწოდეთ კოლეგებს, ისინიც ჩაერთონ მეცნიერების კომუნიკაციაში
  • საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ მარეგულირებელ ორგანოებს (სხვათა შორის, პანდემიის პირობებში სხვადასხვა სოციალური პლატფორმა ფსევდომეცნიერების მიმართ საკმარისად მკაცრია. არ მოერიდოთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლების „დარეპორტებას“.)

ინფორმაციის საუკუნეში, სამეცნიერო დეზინფორმაციასთან ბრძოლა, პრაქტიკულად, პროფესიულ და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში ბევრი იმედგაცრუებაც შეგვხვდება, COVID-19-მა ჩვენ ერთი გაკვეთილი ნამდვილად გვასწავლა – ფსევდომეცნიერებასთან „მშვიდობიანი თანაცხოვრება“ სახიფათოა. 

წყაროები:
covid19info.ge
nature.com

გლდანის N8 ციხის სამ და ქუთაისის N2 ციხის ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტრუდა

N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში -...

ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! – თენგიზ ცერცვაძე

" ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! "- ამის შესახებ ინფეციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ...

ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია – დავით ჯანდიერი სტრასბურგზე

"ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია"-  იურისტი დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ...

კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს – ბორის ჯონსონი

ადრეული მტკიცებულებების თანახმად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს...

ორთაჭალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ორთაჭალაში, ბაზოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების...

ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ – “მოქალაქეები”

"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ"-  ამის შესახებ, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "მთავარი არხის"...

“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა პაპას შვილიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

"ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო" - დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის განცხადებით, ხურვალეთის...

“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით” – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

"ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით"  - რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო