რა დგას Covid-19–ით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის უკან და რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში

ბევრი ევროპული ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის ხელისუფლება კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვის ზრდის გამო შეშფოთებულია.

საფრანგეთი ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა – 30 000–ზე მეტი დაინფიცირებულით. მას მხოლოდ ესპანეთი და ბრიტანეთი უსწრებენ. ცოტა ხნის წინ საფრანგეთში დაინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – იმაზე მაღალი, ვიდრე ეპიდემიის პირველი პიკის დროს იყო. სულ კი საფრანგეთში 344 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული პანდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე.

საფრანგეთი მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით მეშვიდე ადგილზეა და მისი ხელისუფლება ყურადღებით აკონტროლებს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ სიტუაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში ლოკალური საკარანტინო ზომები გააძლიეროს.

საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ნოემბერში ქვეყანას შეიძლება ვირუსის მეორე ტალღამ შეუტიოს.

ესპანეთში, სადაც საკარანტინო ზომები ჯერ კიდევ ივნისში შეამსუბუქეს, თუმცა კვლავ საკმაოდ მკადრი რეგულაციები მოქმედებს, ივლისიდან მოყოლებული დაავადების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში 534 ათასი დაინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი. სიკვდილიანობის მაჩვენებლით ესპანეთი მცირედით ჩამორჩება საფრანგეთს.

ბრიტანეთში, რომელიც ევროპაში დაინფიცირებულთა მაჩვენებლით რეკორდსმენია, მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობამ ორიათასს გადააჭარბა. დაინფიცირების ზრდის საშუალო მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება ივლისის შუა პერიოდის მაჩვენებელს.

თუმცა, ასახავს თუ არა სინამდვილეში ეს შემაშფოთებელი ციფრები რეალურ სურათს? სპეციალისტები გვირჩევენ სანამ პანიკაში ჩავვარდებით 5 მნიშვნელოვან ფაქტორს მივაქციოთ ყურადღება.

  1. დაავადების “პიკი“ სინამდვილეში პიკი არ ყოფილა

უკვე მივეჩვიეთ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გრაფიკებს, რომლებიც Covid19-ზე პოზიტიური ტესტების რაოდენობას გვიჩვენებს. აპრილში ბრიტანეთში დღეში 6000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ბოლო დღეებში იკვეთება პიკთან ერთგვარი მიახლოება.

თუმცა, პანდემიის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში, ისევე, როგორც პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში ანალიზს თითქმის მხოლოდ საავადმყოფოს პაციენტებს უკეთებდნენ, რადგან არავინ იყო მზად მასობრივი ტესტირებისთვის.

შერჩევითი ტესტირება კი ნიშნავდა იმას, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ექიმების ხელში ვერ ხვდებოდა. ამჟამად უკვე ტესტირება ნამვილად მასობრივი გახდა. ამიტომაც დღევანდელი ციფრების შედარება ე.წ. პიკის პერიოდის ციფრებთან, რომელიც მარტ–აპრილში იყო, უბრალოდ არაკორექტულია.

ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის შეფასებით მარტში დაინფიცირებულთა რიცხვი დღეში შესაძლოა 100 ათასიც ყოფილიყო, თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა – ტესტირების მასშტაბების გაფართოება მხოლოდ მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ნამდვილად მასობრივი კი ტესტირება ბრიტანეთში სულ ცოტა ხნის წინ იქცა. გერმანიასა და ესპანეთში უფრო ადრე.

გასაგებია, რომ დღესაც შეუძლებელია ყველა დაინფიცირების გამოვლენა, თუმცა პანდემიის საწყის პერიოდთან შედარებით ეს ბევრად მეტია. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ინფიცირების დონე დღეს ბევრად დაბალია, ვიდრე პიკის დროს.

  1. დამატებითი ტესტების ფაქტორი.

უკვე მას შემდეგ, რაც მასობრივი ტესტირება შემოიღეს, ყოველდღიური და ყოველკვირეული ტესტების რაოდენობა მუდმივად იზრდება.

ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ იხსნება ახალი ცენტრები და იზრდება ლაბორატორიების გამტარუნარიანობა. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამად სპეციალისტებს შეუძლიათ ბევრად უკეთ გააკონტროლონ ვირუსის გავრცელება, ვიდრე მასობრივი ტესტირების დაწყებისას. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პანდემიის დასაწყისში ვირუსი გადაცემის ჯაჭვის გამოკვლევა საკმაოდ რთული იყო.

დიახ, ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ტესტირების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ბრიტანეთში ივნისის შუა პერიოდიდან 80%–ით გაიზარდა, ინფიცირების ტემპის ზრდა ისეთ საშიშად აღარ გამოიყურება.

  1. ტესტირებები დაავადების კერებში ტარდება

ტესტირების შესაძლებლობების გაფართოება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებებს ხელფეხი აქვთ გახსნილი. ახლა მაგალითად ბრიტანეთის ხელისუფლებას უფრო ზუსტი მობილური ლაბორატორიები აქვს, რომლებიც შეიძლება დაინფიცირების წერტილებში გაიგზავნოს.

და მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიების გამტარუნარიანობის პრობლემა კვლავ არსებობს, და ზოგჯერ ბრიტანელებს კვლავ უჭირთ ანალიზების გაკეთება, ახლა მედიკოსებს შეუძლიათ იმ რაიონებზე ფოკუსირდნენ, სადაც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. ასეთ რაიონებში ტესტირებას იმ ადამიანებსაც სთავაზობენ, რომლებსაც აშკარა სიმპტომები არ აქვთ.

იგივე ხდება სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად ესპანეთში ტესტირებას უტარებენ მთელ რეგიონებს, სადაც დაინფიცირების ზრდა შეიმჩნევა.

ასეთი კერების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება კი იმას ნიშნავს, რომ ტესტის დადებითი პასუხის ალბათობა მაღალია.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ახალი დაინფიცირების შემთხვევების მეოთხედი ბოლო კვირის განმავლობაში 20 მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, რომლებიც ჯამში ქვეყნის მუნიციპალიტეტების 5%–ს შეადგენენ.

  1. ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა ბევრად დაბალია, ვიდრე ინფიცირების მაჩვენებელი

ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანეთში ბევრად გაიზარდა კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, თუმცა ის სულაც არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც დაინფიცირების შემთხვევები. სურათი ბევრად არის შორს იმისგან, რაც მარტში იყო, როცა საავადმყოფოები გადაივსო. ასეთივე სიტუაციაა ესპანეთში და საფრანგეთში.

ამის ერთ–ერთი ახსნა ის არის, რომ ტესტირებისას დაავადების ძალიან მსუბუქი შემთხვევებიც ვლინდება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს. ასევე როლს თამაშობს ის ფაქტორი, რომ დაავადებულთა უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც დაავადება ძირითადად მსუბუქად გადააქვთ.

თუმცა, დაავადების მაჩვენებლის ზრდა კვლავ გვახსენებს, რომ ვირუსი არსად წასულა და პანდემიის სწრაფი ესკალაცია კვლავ შესაძლებელია.

  1. ახალ დაინფიცირებულთა შორის ახალგაზრდობის პროცენტი იზრდება.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მონაცემებით ადამიანები 20–დან 39 წლამდე უფრო ხშირად ავადდებიან კორონავირუსით, ვიდრე სხვა ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლები და მათი დაინფიცირების ტემპები ბოლო დროს  უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის დროს ყოფილა. საინტერესოა, რატომ ხდება ასე.

ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად შესაძლოა 500-მდეც ავიდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობის მატება ისევ ველით...

„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება” არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ დებატებში, სადაც „ქართული ოცნება" არ იქნება წარმოდგენილი, მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი...

აჭარის გარდა, ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საბავშო...

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში აღდგება

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, აჭარის რეგიონის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტები აუდიტორიებში 19 ოქტომბერს დაბრუნდებიან. „19 ოქტომბერს,...

298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაშია, 32 – თბილისში – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 298 შემთხვევიდან უმრავლესობა...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ...

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა  რაოდენობა 1 002 389-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ 19-ით 33...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო