“რა თქმა უნდა, ბაჩალიაშვილი ჩემი შეყვარებული იყო” – თემურ ჭანუყვაძე, ახალი ფიგურანტი 23 წლის პროგრამისტის საქმეში

თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებული, თემურ ჭანუყვაძე, ტელეკამერებთან არ ჩნდება და კომენტარისგან თავს იკავებს. თუმცა “მთავარი არხი” დღეს მის საცხოვრებელ სახლთან იყოფებოდა და გასაუბრება სცადა ადამინათან, რომელიც გარდაცვლილ 23 წლის პროგრამისტს ყველაზე კარგად იცნოდა. თემურ ჭანუყვაძემ კამერასთან გამოჩენა არ ისურვა, თუმცა ჟურნალისტმა მას რამდენიმე შეკითხვა მაინც დაუსვა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი მართლაც მისი შეყვარებული, ჭანუყვაძე ამბობს: “რა თქმა უნდა, ჩემი შეყვარებული იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ვიყავით ერთად”.

მას შემდეგ კი, რაც “მთავარის” ჟურნალისტმა მას ბაჩანა ლობჟანიძე უხსენა, ჭანუყვაძემ პასუხების გაცემა შეწყვიტა.

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე დღეს, 29 აგვისტოს გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.

“თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში, უაღრესად კარგი პიროვნებაა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ მაგრამ თამუნამ კარიერა აირჩია. არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებულ ფოტოებიც არის, ბაჩანასა და სამსახურის უფროსისგან განსხვავებით, ვისაც ტყუილად აბრალებენ, რომ თამუნას მოსწონდა. წავიკითხე ბატონი თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას თავის ჩვენებაში“, –  ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის საქმეში უკვე თვეზე მეტია ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ის თამარ ბაჩალიაშვლის შეყვარებული იყო.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გავჩერდებით მაშინ როცა სომხეთი სრულად გაიყვანს ჯარებს ყარაბაღიდან – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოს სამხედრო ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას,  განაცხადა, რომ საბრძოლო...

არჩევნებამდე ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა, ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! – ბურჯანაძე დავით-გარეჯზე

" არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ...

სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება – სომხეთის განათლების მინისტრი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიანიანი მოითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ...

დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო დაკარგა – სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შეხების ხაზზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ერთ დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო...

თელავში ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

თელავში ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსი ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს და მას COVID-19 გეგმიური შემოწმების დროს აღმოაჩნდა. ინფიცირებულს ამ ეტაპზე ვირუსის...

“ლელომ” საარჩევნო სია წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გამართულ პრეზენტაციაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის წევრები...

ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას – ოქრუაშვილი დავით გარეჯზე

პროკურატურის განცხადების სიმშრალიდან გამომდინარე, მივხვდი მარტივ რამეს, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას, - ამის...

არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ მონა არ ვიყავი – ოქრიაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

არ ვუხდებოდი ამ გუნდს იმიტომ, რომ არ ვიყავი მონა, - განაცხადა პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერმა,...

სხვა სიახლეები

ამერიკული ფეხბურთის ლეგენედამ, ჯო მონტანამ შვილიშვილი გამტაცებლისგან დაიხსნა

აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს. ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი...

ვიდეო