“სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ“–იმედის წამყვანი Covid19-ით სახლში რჩება

ტელეკომპანია იმედის დილის გადაცემის წამყვანი, ზურა ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ყვება როგორ აღმოაჩნდა ინფექცია და როგორ განვითარდა ამის შემდეგ პროცესი:

“გუშინწინ სახლში წავიმღერე და ყელი ჩამეხეხა მსუბუქად. მემართება ეგრე ხოლმე. ჰოდა არ მივაქციე ყურადღება, ბევრი საქმე მქონდა და მთელ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ოღნდ ვიგრძენი, რომ ცოტათი უცნაურად დავიღალე.

გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი “იმედში”, სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე – 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში.

წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. გავიზომე და 37,7. ეგრევე მომენტალურად გადავრეკე-გადმოვეკე, გავვარდი და ერთ-ერთ კლინიკაში პი-სი-არ ტესტი გავიკეთე. რახანაც პასუხი ძალიან მალე მინდოდა, 220 ლარი გადავიხადე და 7 საათში იქნებაო.

კი ვფიქრობდი, ბარემ 24-საათიანი გამეკეთებინა და არ გავწეწილიყავი, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხს ჩემ გარშემო და მეც უფრო დიდხანს უნდა გვენერვიულა.

საბოლოოდ, გუშინ, საღამოს 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი დამიდასტურდა. აი, მანდ დაიწყო წიოკი. ოღონდ ჩემი უფრო ნაკლებად – ყველასი. უცებ რომ ყველა გწერს, გირეკავს და გამხსნევებს.  დაავადებაზე ფიქრს ვერ ასწრებ რომ 10000000000000000000 ადამიანს აინტერესებს უცებ შენი ამბავი. რაც თან ძალიან კარგია, თან – ძალიან ცუდი, რადგან ყველასთვის სათითაოდ ერთსა და იმავე ტექსტის წერა ასეთ დროს ფრიად დამღლელია.

სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ. პლუს ბოლო 4-5 დღეა, ძალიან ცოტა ადამიანი ვნახე. 30 ალბათ. ჰოდა კაცმა არ იცის, ვინმე უსიმპტომოსგან გადამედო თუ რომელიმე ზედაპირთან შეხებისას.

სიმპტომების გამოვლენის დღედ ჩაითვალა 1-ლი ოქტომბერი, რომლიდან 48 საათის მონაკვეთი უკან არის გადამდებობის დაწყების დრო (28 სექტემბრის საღამო). ასე რომ ყველას, ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში. ასე სჯობს.

რაც შემეხება მე – ვრჩები სახლში ჯერჯერობით, რადგან 38-მდე სიცხე და ყელის ჩახეხილობა მაქვს და გართულებები არ ჩანს. ყნოსვა-გემოც ადგილზეა. ცოტა ხანში კიდევ დაურეკავ ოჯახის ექიმს და მოვისმენ მის მითითებებს. ვსვამ ბევრ სითხეს. მეტი არც არაფერი ამ ეტაპზე.

დანარჩენ განახლებებს დავწერ აქ, რადგან ყველას სათითაოდ შეიძლება, ვერ გიპასუხოთ.
დიდი მადლობა და ჯანმრთელობა ყველას.“– წერს ზურაბ ბალანჩივაძე ფეისბუქზე. 

“43 მძევალი გათავისუფლებულია“–შსს–ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტორო ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას...

“მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის“–ნიკა გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან...

კადრები: როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკის შენობას მძევლებთან ერთად

ვრცელდება ტერორისტების შენობიდან გამოსვლის კადრები, რომლებიც შემდგომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მიდიან ავტომანქანით დაუდგენელი მიმართულებით ზუგდიდში,...

თავდამსხმელის 3 მძევალს შორის ერთ-ერთი სამხარეო პოლიციის უფროსია

ზუგდიდში, თავდამსხმელმა სამი მძევალი დაიტოვა და პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. მძევლებიდან ერთერთი სავარაუდოდ...

3 მძევლთან ერთად გამტაცებელი გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდება

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობაში, შეიარაღებული თავდამსხმელის...

მძევლის ინფორმაციით, შსს-მ თავდამსხმელს ფული მიუტანა, მძევლად კი 3 ადამიანი რჩება

ზუგდიდში, ბანკის შენობაში მყოფი ერთერთი მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით, შსს–ს წარმომადგენელმა მოთხოვნილი თანხა თავდამსხმელს...

დმანისში, ჩვენს ოფისთან გაისროლეს, ადამიანები არიან დაჭრილები – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დმანისში, ოცნების ოფისთან სროლა იყო, რის შედეგადაც...

მივმართავ პარტიებს, დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პარტიებს მოუწოდებს, დაძაბულობა ხელოვნურად არ...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო