საელჩო: აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია

აშშ-ს საელჩო ეხმიანება ენგურში 4 ადამიანის გარდაცვალებას და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“აშშ–ს საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს; აგრეთვე ყველას ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად. ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას”,– წერს საელჩო.

მათივე განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ–ს ერთგულება ურყევია.

“ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ”,– წერია აშშ–ს საელჩოს განცხადებაში.

სუს-ი: ქუთაისში რადიოაქტიურ ნივთიერებას ყიდდნენ, დავაკავეთ 2 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ქუთაისში ორი...

16 აპრილი: დადასტურდა COVID-19-ის 1077 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,   442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 გარდაიცვალა. 16...

ხუნდაძე გახარიას გუნდზე: მიატოვეს გუნდი და ამომრჩეველი, მადლობის თქმაც ვერ მოასწრეს

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ უმრავლესობის დაშლის "თეორიული შანსიც კი არ არსებობს". მისივე...

კობახიძე: შევხვდით სენატორ შაჰინს და ჯონსონს, მათ რჩევებს გავითვალისწინებთ

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სენატორებთან შეხვედრა ჰქონდათ, მათ რჩევებს კი გაითვალისწინებენ. "გვქონდა...

წულუკიანი გახარიას გუნდზე: მიხვდნენ, რომ გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ჰქვია

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახარიას გუნდზე ამბობს, რომ ისინი ყველაზე მთავარს მიხვდნენ, რომ ინგა...

წულუკიანი სტურუაზე: ქვეყანაში ერთი ბადალი თუ ჰყავს, კარგი იქნება თუ შევწყვეტთ მასზე თავდასხმებს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ არ აპირებს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერ სტურუას...

წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და ბესო ზანგურს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მისივე თქმით,  ზანგურმა რუსთაველის...

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო