საკონსტიტუციო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა- IRI საპარლამენტო არჩევნებზე

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს 21 ნოემბერს ჩანიშნული მეორე ტურებისთვის.ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა.

“საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს მომავალი არჩევნების სანდოობისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება და მეორე ტურებამდე გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა”,- განაცხადა IRI-ს ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ორგანიზაციის ცნობით, ცესკო-ს ვებ-გვერდიდან აღებული შერჩეული ოქმების ანალიზის შედეგად აღმოჩენილია მთელი რიგი დარღვევები.

„საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, რომლებშიც მიცემული ხმების რაოდენობა აჭარბებს უბანზე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას; არის შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველს მიეცა ხმის მიცემის უფლება მაჟორიტარულ არჩევნებში, როდესაც ის სხვა მაჟორიტარულ ოლქს მიეკუთვნებოდა; ოქმების შესწორდა ბეჭდის გარეშე; იყო შემაჯამებელი ოქმების მიზანმიმართული გაყალბების ნიშნები; დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მათემატიკური შეცდომების მქონე შემაჯამებელი ოქმების მიღება. ბიულეტენების დაკარგვის შემთხვევები; შემთხვევა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიამ აღიარა საუბნო საარჩევნო კომისიის პროპორციული შემაჯამებელი, ოქმის შედეგები, რომლებშიც ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა შეადგენდა ნოლს, მაგრამ შესწორდა 15 საათის შემდეგ. დაფიქსირდა ციფრების კოორდინირებული ჩანაცვლების და პარალელურად, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის შესწორების შემთხვევები; ბათილი ბიულეტენების რაოდენობის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევა (10%) მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში; იყო შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა სამაგიდო სიებში არ ემთხვეოდა შემაჯამებელი ოქმის შედეგებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე. დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის  მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო.

“იმ რეფორმების მიზნები და სულისკვეთება, რომლებიც მიმართული იყო მრავალპარტიული დემოკრატიისა და კოალიციური მმართველობის მხარდაჭერისკენ, დააზიანა კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს მომხდარმა დარღვევებმა, რომლებიც სანდო ცნობებშია აღწერილი. მათ შორის, დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული ყველაზე შემაშფოთებელი დარღვევებიდან აღსანიშნავია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, ამომრჩევლებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება”. – აღნიშნულია ანგარიშში.

პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამოქალაქტო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-...

აშშ–ს კონგრესმა მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყანაში ფედერალურ დონეზე მარიხუანას...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც აქტივისტები საპროტესტო...

ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“ – ვოლსკი „გირჩზე”

"ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს"- - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია...

ჭავჭავაძეზე საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის...

ლომჯარია აცხადებს, რომ მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს და  სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს პასუხი გასცენ საზოგადოებაში გაჩენილ...

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს...

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს...

ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს – იაგო ხვიჩია ჯაფარიძეზე

" ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს"- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო...

სხვა სიახლეები

„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი“– თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა ამბობს, რომ ის პრეპარატმა რემდესივირმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში...

ჯანმრთელობა

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს ყველა ინტენსიურს მოვამარაგებდით?“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით კარგი პრეპარატია. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის ექიმების...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო