სატურნ-იუპიტერის შეერთება – “სავარაუდოდ ეს მოვლენა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა საკუთარი თვალით იხილა”

თბილისის დროით 14:02-ზე ზამთრის “მზებუდობა” დადგა.  წელს მზის სისტემის ორმა ყველაზე დიდმა პლანეტამ, სატურნმა და იუპიტერმა იშვიათი პლანეტარული განლაგება მიიღეს, უფრო ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, ვიდრე ბოლო 400 წლის განმავლობაში.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მოვლენამ სოციალურ ქსელში ქართველებს ვეფხისტყაოსანი გაახსენა. შოთა რუსთაველი მეტაფორულად გმირების შეხვედრას სწორედ ამ პლანეტების: სატურნისა და იუპიტერის შეხვედრას ადარებს. „…ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“

“ახლა გადავამოწმე პროგრამა სტელარიუმში და 1226 წლის 4 მარტს, დილის შვიდის ნახევარზე სატურნი და იუპიტერი მართლაც ერმანეთზე ყოფილან გადაჭდობილნი, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ასე აისახა: „…ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“ – და მუშთარი (იუპიტერი) მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელს, ზუალი (სატურნი) კი ნესტანდარეჯანს, ოდეს იგი ქაჯთაგან გაათავისუფლეს. …და, როგორც ჩანს, ეს მოვლენა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა საკუთარი თვალით იხილა…”- წერს ალექსანდრე ელდერაშვილი სოციალურ ქსელში. 

XIII-ე  საუკუნეში 1226წლის  4 მარტს იუპიტერი და სატურნი მართლაც შეერთდნენ, თუმცა ამ დროისთვის ვეფხისტყაოსანი უკვე დაწერილი უნდა ყოფილიყო.

ეს თავისთავად იშვიათი მოვლენა 2020 წელს განსაკუთრებული კიდევ ორი მიზეზით იქნება.

ძველ დროში ითვლებოდა, რომ მსგავსი ასტრონომიული მოვლენები ადამიანების ბედზე გავლენას ახდენდა. მათ ექსტრაორდინარული მოვლენების მაცნეებად თვლიდნენ, ხანდახან დამანგრეველი ხასიათის მოვლენებისაც.

ისტორიულ წყაროებში კარგად არის დოკუმენტირებული “ცეზარის პლანეტა“– გრძელკუდიანი კომეტა, რომელიც ცაზე ჩვენს წერთაღრიცხვამდე 44 წელს, იულიუს ცეზარის მკვლელობიდან რამდენიმე თვეში გამოჩნდა.

ძველრომაელმა ისტორიკოსმა პლინიუს უფროსმა დაწერა, რომ კომეტა იმდენად კაშკაშა იყო, დღისითაც კი ჩანდა და ბევრმა რომაელმა მისი გამოჩენა ცეზარის ღვთაებრიობის ნიშნად ჩათვალა.

ჯერ კიდევ 17–ე საუკუნეში გერმანელი ასტრონომი, იოჰან კეპლერი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ მათეს სახარებაში ნახსენები ბეთლემის ვარსკვლავი, რომელმაც მოგვებს იესოს დაბადების ადგილისკენ გზა მიანიშნა, შესაძლოა სატურნის და იუპიტერის შერწყმა იყო.

ის ამ მოვლენას 1603 წელს აკვირდებოდა და გამოითვალა, რომ წინა მსგავსი შერწყმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 წელს უნდა მომხდარიყო.

თუმცა, როგორც მეცნიერები თვლიან, ბეთლემის ვარსკვლავი შესაძლა კომეტა გალეა იყო, რომელიც პერიოდულად ბრუნდება და ასტრონომების გათვლებით დედამიწასთან იესო ქრისტეს დაბადების “ოფიციალურ თარიღამდე“ 5–10 წლით ადრე ჩაიარა.

გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი ე.წ. პრეზიდენტი! – ბარამიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადადგომას ითხოვს. "გადადგეს მოღალატური განცხადებების გამკეთებელი...

ისტორიული გამარჯვების დღეა, კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე – ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული სახე...

გილოცავთ, მთავარია, რუსეთს თუ აიძულებენ გადაწყვეტილების შესრულებას – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე გამარჯვებას ულოცავს. ფორმულასთან ინტერვიუში ის...

ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური – ბადრი ბიწაძე კარტოგრაფების საქმეზე

სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმე ავანტიურისტული და...

სოფელ ნატანებში კაცი მოკლეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს....

2 კაცის კი არა, გაცილებით მეტის გასაკეთებელს გავაკეთებთ პარლამენტში – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში ის და ლევან იოსელიანი თავს არ...

ივანიშვილმა სახლი იყიდა სენ-ტროპეში, გაემგზავრება – ჯანდაბას იქით გზა ჰქონია – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთში სახლი იყიდა და გამგზავრებას...

მზად ვართ, ვესაუბროთ, მისი პოზიცია სახელმწიფოებრივია – ვოლსკი ელისაშვილზე

ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმიანება და მას სახელმწიფოებრივს უწოდებს. ელისაშვილმა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო