საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ გატარდეს საკადრო ცვლილებები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით:

“საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია! სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს. დრო არ ითმენს! წინ ურთულესი გამოწვევებია… ამიტომ, საქართველოს კლინიკების ასოციაცია ღიად მიმართავს საქართველოს მთავრობას!

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მართვაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ხარვეზებმა. ერთგვარად სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგად გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები. რაც საფუძვლად დაედო ისეთ კაბალურ დადგენილებებს, როგორიცაა მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება, მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება და სხვა. ყოველივე ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გარდა ამისა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზას სისტემა შეხვდა არასრულყოფილად მომზადებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაავადების ინვაზიის და ლეტალური გამოსავლის მკვეთრ ზრდაზე. დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები. ზაფხულის პერიოდში პანდემიის პრევენციის სქემა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და საგრძნობლად დაგვიანებული”. –ნათქვამია განცხადებაში.

გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან...

"გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ " - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი...

მელიასთან და მის გაბანძებულ პარტიასთან ანგარიშები მაქვს და ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს – ელისაშვილი

ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით...

ცერცვაძის აზრით, კომენდანტის საათი მაისის ბოლოსთვის მოიხსნება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მისი აზრით, კომენდანტის საათი მაისის...

თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა – კობახიძე

"თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა"- განაცხადა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი...

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში – კუბილიუსი ენმ-ს მიმართავს

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში - ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"...

ჯაფარიძე კომენდანტის საათზე: სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ხელისუფლებას ვერ შევცვლით

"სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით და ვერც უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ. ნახირს ბოსელში კეტავენ...

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის – დაღუპულია 30-მდე ადამიანი რომელთაგან 10 ბავშვია

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 28 პალესტინელი, მათ შორის, 10 ბავშვი დაიღუპა.10 მაისის...

სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა – სუს

სოფელ გორაკას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის ფაქტი დაფიქსირდა -  სახელმწიფო უსაფრთხოების...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...