საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა – ღარიბაშვილი

სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში მასპინძლობა ნათელი დასტურია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. ძალა პარტნიორობაშია – ეს არის ჩვენი სწავლების მთავარი გზავნილი და სწორედ ძლიერი პარტნიორობისკენ სწრაფვა გახლავთ ის სულისკვეთება, რომელმაც გლობალური პანდემიის მიუხედავად, ჩვენს წინაშე 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გააერთიანა.

მსოფლიოში მიმდინარე უხილავი გამოწვევის ფონზე, „ღირსეული პარტნიორის“ ჩატარების უწყვეტობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ჩვენს ერთობლივ მზადყოფნას, წინააღმდეგობების მიუხედავად მტკიცედ გავაგრძელოთ საერთო ღირებულებების დაცვა. „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში მასპინძლობა ნათელი დასტურია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღესაა. ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს იმ უდიდესი როლისთვის, რომელიც მას საქართველოს დემოკრატიული მშენებლობის და თავდაცვის ძალების განვითარების ტრანსფორმაციის პროცესში მიუძღვის.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, აშშ-მა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის 4 მილიარდ დოლარაზე მეტი დახარჯა. საგარეო თავდაცვის ფონდის ფარგლებში ამერიკა წლების განმავლობაში ათობით მილიონ დოლარს ხარჯავს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე. ჩვენი საერთო მიზანია განვავითაროთ თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები “,-განაცხადა მინისტრმა.

ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება ფოტოსურათებზე, რომელიც მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა –...

"დავით ფურცხვანიძის დაკითხვისას პროკურატურას კითხვები ექნება იმ ფოტოსურათებზე, რომელიც მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიაწოდა"- ...

პანდემიის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები მცირდება. მოუწევს თუ არა დედოფალს “ქამრის შემოჭერა“

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები სწრაფად იკლებს კორონავირუსის პანდემიის გამო. მოუწევს თუ არა დედოფალს უფრო...

რომელ პარტიას რა რიგითი ნომერი ექნება ბიულეტენში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის...

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა....

საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს „კოვიდ-19“...

შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს – ბურჯანაძე

სამარცხვინოა, როდესაც შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი უკანონო ბორდერიზაციას საერთოდ არ ახსენებს, ვითომ ეს ტერიტორია არ იყოს ჩვენი...

ეკლესია ყოველთვის მიაგებს პატივს ხელისუფლებას – ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ ეკლესია ხელისუფლებას ყოველთვის პატივს მიაგებს. ამის შესახებ მან  ტელეკომპანია...

არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია – კალაძე

„ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს“, - ამის შესახებ...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო