სეიშელი: რატომ დაიწყო მსოფლიოს ყველაზე ვაქცინირებულ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი აფეთქება

სეიშელის კუნძულებზე ერთ სულ მოსახლეზე გათვლით იმაზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ის იყო პირველი ქვეყანა აფრიკაში, სადაც ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა, კოვიდითთ დაავადების შემთხვევებმა კუნძულებზე, სადაც სულ 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მკვეთრად იმატა. რა არის ამის მიზეზი:

სეიშელი პატარა ქვეყანაა, ამიტომაც ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი მაღალი არ არის, თუმცა მოსახლეობის რაოდენობასთან პროცენტული შეფარდება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. აპრილში ახალ შემთხვევათა რიცხვი სტაბილური იყო და დაახლოებით  დღეში 50-ს შეადგენდა. მაისის შუა რიცხვებისთვის დღიურ შემთხვევათა რაოდენობა 400 –მდე გაიზარდა.

მას შემდეგ მაჩვენებელი შემცირდა, მაგრამ დაინფიცირებულთა საშუალო ყოველდღიური რაოდენობა ძველებურად მაღალია აპრილის საშუალო მაჩვენებელზე. თანაც, როგორც სეიშელის ჯანდაცვის  სამინისტრო აცხადებს, დაავადებულთა დაახლოებით მესამედი სრულად ვაქცინირებულია.

არადა სხვა ქვეყნებში, სადაც ვაქცინირებულთა წილი არც ისე მაღალია, სულ სხვა ტენდენციაა – ყოველდღიურ ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. ვაქცინაციის ლიდერ ქვეყნებში– აშშ–ში, ისრაელსა და დიდ ბრიტანეთში კი კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად და სწრაფად მცირდება.არ არის გამორიცხული ამის მიზეზი თავად ვაქცინები იყოს.

რა ვაქცინები გამოიყენება სეშელზე?

პირველი ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში გამოიყენეს ჩინური წარმოების Sinopharm–ია. ვაქცინის დოზები მათ არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა მიაწოდა. შემდეგ კი Covishield,  ეგრეთ წოდებული Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინა, რომელსაც ინდოეთში გამოიყენებენ.

სულ ცოტა ხნის წინ კი ვაქცინაცია რუსული “Спутник-V”–თი დაიწყო.

რამდენი ადამიანი აიცრა რუსული ვაქცინით ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რუსული ვაქცინის გათვალისწინების გარეშე სეიშელის მოსახლეობის 57% Sinopharm–ით აიცრა,  43% – Covishield–ით.

აცრილ დაინფიცირებულთა შორის რამდენი პროცენტია აცრილი ჩინური ვაქცინით და რამდენი Oxford-AstraZeneca–თი მედიკოსები ვერ აკონკრეტებენ.

“თუმცა ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დაახლობით ორ მესამედს მათ შორის, ვინც ვაქცინაციის შემდეგ დაავადდა, მსუბუქი სიმპომები ჰქონდა, ან საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანა დაავადება“ – ამბობს ქვეყნის ჯანდაცვის კომისარი ჯუდ გედეონი.

მათ შორის, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 80% აუცრელები იყვნენ,  მათ უმრავლესობას სხვა დაავადებები ჰქონდა.

სეიშელის მოსახლეობის 70%–ზე მეტმა ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო, 63% კი სრულად ვაქცინირებულია მას შემდეგ, რაც 2021 წლის იანვარში ამ ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყო.

რამდენად ეფექტურია ვაქცინები?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ჩინურ სინოფარმს 79%–იანი ეფექტურობა აქვს სიმპტომური ინფექციისა და დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

თუმცა, ჯამში მთელ მსოფლიოში ჩინურ ვაქცინებზე ინფორმაცია არასაკმარისია. აპრილში ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯორჯ გაუმ თითქოს ეჭვი შეიტანა მათ ეფექტურობაში.

“ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ პრობლემა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ არსებულ ვაქცინებს არ აქვთ დაცვის მაღალი ხარისხი“– თქვა მან პრესკონფერენციაზე.

რჩება ასევე კითხვები იმის შესახებ, რამდენად ეფექტურია AstraZeneca სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მიმართ, რომელიც სეიშელის კუნძულებზეა გავრცელებული.

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ვაქცინა არასაკმარისად ეფექტურია დაავადების მსუბუქი და ეფექტური დაავადებების წინააღმდეგ.

კვლევაში არ შეფასებულა ეფექტურობა კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ, თუმცა ჯანმო–ს აზრით ირიბი მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა ეფექტურია.

ჯანმოს ჯერჯერობით არ დაუსრულებია რუსული “Спутник-V”–ს ვაქცინის უსაფრთხოების შეფასება, თუმცა ავტორიტეტული ჟურნალის, Lancet–ის მონაცემებით მისი ეფექტურობა 90%–ზე მეტია.

სეიშელის ჯანდაცვის კომისარი თვლის, რომ დაავადების ზრდა შესაძლოა ეკონომიკური აქტივობის ზრდას უკავშირდება.

2021 წლის მარტში ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქდა, გაიხსნა სკოლები და რესტორნები.

შესაძლოა მიზეზი აღდგომის ზეიმიც გახდა, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებმაც ვაქცინის ერთი ან ორი დოზა მიიღეს მოდუნდნენ და სოციალურ დისტანციას აღარ იცავდნენ.

მაისის დასაწყისში შეზღუდვები დააბრუნეს, ისევ დაიკეტა სკოლები, ბარები, რესტორნები და მაღაზიები.

გახდა თუ არა ვირუსის აფეთქების მიზეზი ტურისტების ნაკადი?

ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ტურიზმზე. 2019 წელს სეიშელს 400 ათასი უცხოელი სტუმრობდა. პანდემიის დროს მკვეთრი კლების შემდეგ ტურიზმი აქ კვლავ იზრდება.

25 მარტს სეიშელის ხელისულებამ განაცხადა, რომ ტურისტები კარანტინში არ უნდა ისხდნენ, თუმცა კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ძველებურად აუცილებელია.

2021 წლის აპრილში კუნძულებზე დასასვენებლად 14 ათასი ადამიანი ჩავიდა. თუმცა ხელისუფლება ამბობს რომ ტურისტები არაფერ შუაშია და მათ არ აქვთ მტკიცებულება, რომ ინფექციის ახალი ტალღის წყარო ტურისტებია.

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და...

ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა – ელისაშვილი გიორგი ვაშაძეზე

"ბოლო დროს უშნოდ იყო ატეხილი, ყველას ეძველბიჭებოდა "-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  „პალიტრანიუსის“...

ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

"ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას"- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო...

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

“ნოვავაქსის” ვაქცინამ ამერიკული კვლევებით 93%-იანი ეფექტურობა აჩვენა

"ნოვავაქსმა" ბოლო სტადიის კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. ამერიკაში ჩატარებული ცდების თანახმად, კომპანიის ვაქცინა კოვიდ-19-ის და მისი მრავალი ვარიაციის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტურია. კვლევაში ამერიკის შეერთებული შტატებიდან და...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...