სირცხვილის დერეფნები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება – შსს

შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურებში, რომელიც ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება, ამომრჩევლებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას სცდება და პოლიცია მსგავს შემთხვევებში გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე”, – აცხადებს საბანაძე.

ბათუმში გამართულ აქციაზე ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოაწყონ. ამ იდეას როგორც თავად ენმ–ში, ისე სხვა ოპოზიციურ პარტიებში გაემიჯნენ.

ბოლოს, ბათუმის ენმ–ს ორგანიზაციამ განმარტა, რომ სირცხვილის კორიდორში არა მოქალაქეები, არამედ მაღალი თანამდებობის პირები გაივლიან.

აცრა კრიზისის წინააღმდეგ: გადაარჩენს თუ არა Covid–ვაქცინები მსოფლიო ეკონომიკას

ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის გამოჩენამ კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნები გამოაცოცხლა და იმედი გაუჩინა. აცრებმა ახლო მომავალში...

30 ნოემბრიდან მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცდაზე ვეღარ გავლენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს და მუშაობის...

წყალტუბოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

წყალტუბოში კორონავირუსით ექიმი დათო წულაია გარდაიცვალა. კარდიოლოგს ვირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ჰქონდა. დღეს საქართველოში კორონავირუსით...

არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. შსს-ს...

კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევიდან 1 802 თბილისში დადასტურდა, იმერეთში – 637

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 4 426 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 802 დადასტურდა,...

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 35 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 4 426 ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო...

დაიდოს აბაშიძე-კარასინის ზუმის ჩანაწერი – ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ითხოვს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნდეს, რომელიც ონლაინ ჩატარდა. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

სისხლის ანალიზის მეთოდი, რომელსაც კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია ფართომაშტაბიანი გამოცდის სტადიაშია

ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახური ფართომაშტაბიანი ცდებისთვის ემზადება, რომლის დროსაც სისხლის ანალიზის ის მეთოდი უნდა გამოიცადოს, რომელიც კიბოს ადგენს. მეთოდი აშშ–ში შემუშავდა. პოტენციურად, ახალი მეთოდის...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო