უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე.პატიებას ვითხოვ და ვპატიობ.ვიტოვებ მხოლოდ ბრაზს… – ნიკა გვარამია

“უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე, ყველას მიმართ, ვინც ეს გრძნობა ჩემში გააჩინა”, – ეს განცხადება  “მთვარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საკუთარი მონოლოგისას “მეხუთე სიუჟეტი” გააკეთა. გადაცემა მთლიანად წამყვანის მონოლოგს დაეთმო.

ნიკა გვარამის თქმით, ზიზღისა და სიძულვილის გამო, ყველასგან პატიებას ითხოვს და თავადაც პატიობს. მისივე თქმით, პატიობს, მაგრამ არ ურიგდება არსებულ სიტუაციას, რომელიც უნდა დასრულდეს.

უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე, ყველას მიმართ, ვინც ეს გრძნობა ჩემში გააჩინა. ვაღიარებ, რომ მრცხვენია ამ გრძნობის ჩემში. მრცხვენია სიძულვილის ჩემში და ზოგჯერ მეშინია კიდეც. მეტიც, პატიებას ვითხოვ ყველასგან, ჩემი ზიზღისა და სიძულვის ყოველი გამოვლინებისთვის. პირველ რიგში იმათგან, ვისაც მე ვუყვარვარ და ასეთად არ მიცნობს, არ მიცნობს სიძულვილითა და ზიზღით განმსჭვალულს და შეუძლებელია ასეთი მოვწონდე. პატიებას ვითხოვ და ასევე თავადაც ვპატიობ მათაც. ვპატიობ, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ამ პატიებას, აინტერესებთ თუ არა ეს პატიება. მიუხედავად იმისა, აბუჩად ამიგდებენ თუ არა ამის გამო. მე მაინც ვპატიობ. ვპატიობ, მაგრამ არ მიყვარდება, არ ვურიგდები, მათი თანამზრახველი და მოკავშირე არასდროს გავხდები. ვიტოვებ მხოლოდ ლეგიტიმურ ბრაზს, ჩემი სამშობლოს დაჩაჩანაკებისთვის, რომელიც მხოლოდ მაშინ გადამივლის, როდესაც სამშობლოს დავიბრუნებთ. ვიტოვებ პატრიოტულ ბრაზს, იმიტომ რომ არ მძულს, არ მეზიზღება, მაგრამ ეს უნდა დასრუდეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ უნდა დავიწყოთ ცხოვრება ახალი ფურცლიდან, თორემ დავკარგავთ ჩვენს თავსაც და ყველაზე ძვირფასს, ჩვენს სამშობლოს”, – ამბობს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამიას თქმით, “ახლა ჩვენ ვართ ე.წ. ლიმბოში, ანუ ვითარებაში, რომლისგანაც გამოსავალი არ არის, რომელსაც არაფერი არ ჰქვია და რომელსაც რაციონალური შინაარსიც კი არ აქვს”.

მე პირადად, სიამოვნებით მოვაწერდი ხელს იმათ ამნისტიას, ვინც მთელი 8 წელი ჯოჯოხეთში მაცხოვრა, მდევნა, მითვალთვალა, დამიჭირა, აბსურდული და სამარცხვუნო ბრალდებებით სასამართლოში მატარა, რუსთავი 2-იც წამართვა, მაშანტაჟა, ბავშვის ვიდეოები მაყურებინა და ბოლო-ბოლო, ჩემგან, პრაქტიკულად, ნახევარი ადამიანი დატოვა. ჩემგან და ჩემი ჯანმრთელობისგან… მოვაწერდი და ამით მოვკლავდი სიძულვილს ჩემში… საბოლოოდ ჩავაცემენტებდი. და ასევე მოვკლავდი ჩემი შურისძიების შიშით შობილ სადისტურ აგრესიას მათში. მოვკლავდი მათში ჩემი შურისძიების შიშს. რაც უზარმაზარი ზიზღის წარმომშობია. მოვაწერდი, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. მოვაწერდი, რომ სამშობლო გადამერჩინა. მოვაწერდი, რომ ახალი ცხოვრება დამეწყო. მეც და მათაც, – ამბობს ნიკა გვარამია.

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია...

აშშ–მ რუსეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა,...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები 19 აპრილს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საგარეო პოლიტიკისა...

ბოლქვაძე მაყაშვილზე: 10 წლის შემდეგ იძახის, რომ ძალადობა მოხდა,10 წელი სად იყო?

"10 წელი სად იყო?"- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს, რომელშიც...

ბოლქვაძე: ადამიანები იქექებიან ნაგავში, მაგრამ პარიზშიც არის ეგ

ოცნების დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ უყურებს, საქართველოში როგორ იქექებიან ადამიანები ნაგავში, თუმცა ეს...

რიონის ხეობის მცველები ქუთაისის მერიამდე მსვლელობას აწყობენ

რიონის ხეობის მცველები სოფელი გუმათიდან ქუთაისის მერიამდე მსვლელობას მართავენ. აქციის ორგანიზატორები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ....

გამყრელიძე: სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, საფლავზე არ იქეიფონ. "აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე...

ზელენსკი: დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ზე შემოთავაზება მიიღონ

ქუკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, დროა, უკრაინამ და საქართველომ MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმასთან...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“პირველი ქმარი მოძალადე იყო, მცემდა, გავრბოდი“…– ია ფარულავა საკუთარ ისტორიას ყვება

"ღამის კურიერის" ეთერში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას მიეძღვნა, თავისი ისტორია მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამაც გაიხსენა. ია ფარულავას თქმით, მისი პირველი ქორწინება  ძალადობრივი შემთხვევებით...

ვიდეო