უვარგისი მემკვიდრეობა: ტრამპის 5 გადაწყვეტილება, რომლებსაც ბაიდენი გაპრეზიდენტებისთანავე გააუქმებს

თეთრ სახლში შესვლისთანავე ამერიკის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც მისი აზრით ქვეყანას მძიმე დარტყმა მიაყენეს.

ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ–ს 46–ე პრეზიდენტის გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა ქვეყნისთვის დამანგრევლად მიაჩნიათ, თეთრი სახლის ახალი ბინადარი კი გეგმავს მისი პრეზიდენტობის პირველი დღეები მისი წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას დაუთმოს.

16 იანვარს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს მემორანდუმი “პირველი 10 დღის შესახებ“. ბაიდენის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა,  რონ კლეინმა განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებების გამო აშშ ერთბაშად ოთხი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ესენია: კორონავირუსის ეპიდემიის კრიზისი, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, კლიმატური კრიზისი და რასობრივი უთანასწორობის კრიზისი.

მისი თქმით, თანამდებობის დაკავებისთანავე ბაიდენი ამ ოთხი კრიზისის გადასაჭრელად გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს. გარდა ამისა, სხვა, მოსალოდნელი კრიზისების და საფრთხეების თავიდან აცილებას და მსოფლიოში ამერიკის პოზიციების აღდგენას შეეცდება.

გთავაზობთ ხუთ საკითხს, რომლებთან დაკავშირებითაც ბაიდენი წინამორბედის გადაწყვეტილებების შეცვლას პირველ რიგში შეეცდება:

პარიზის კლიმატის შეთანხმება

2017 წლის ივნისში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლას აპირებს. შეთანხმება, რომელსაც მხარს 195 ქვეყანა უჭერს, ქვეყნებს ავალდებულებს ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის დონე შეზღუდონ.

კრიტიკის მიუხედავად 2019 წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ დოკუმენტები გაგზავნა შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავება ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო. მოსალოდნელია, რომ ბაიდენი 20 იანვარსვე განაცხადებს პარიზის შეთანხმებაში აშშ–ს დაბრუნების შესახებ.

აშშ–ს ახალ ადმინისტრაციაში პირველად ისტორიაში გაჩნდება “კლიმატის მეფის“ თანამდებობა. ამ გლობალური პრობლემის ადგილობრივი კურატორის თანამდებობას ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი დაიკავებს.

აშშ–ში შესვლის აკრძალვა

ტრამპის ადმინისტრაციის ერთ–ერთი პირველი გადაწყვეტილება 2017 წელს განკარგულების ხელმოწერა იყო აშშ–ში 7 მუსულმანური ქვეყნის წარმომადგენელთა შესვლის აკრძალვის შესახებ.

პრეზიდენტის განკარგულებამ მაშინ აშშ–ში პროტესტის ტალღა გამოიწვია. მისი გასაჩივრება სასამართლოებში არაერთხელ სცადეს, სანამ 2018 წელს ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი უმნიშვნელო ცვლილებებით აშშ–ს უმაღლესმა სასამართლომ არ დაამტკიცა.

წინასაარჩევნო კამპანიისას ბაიდენი ხშირად საუბრობდა რასობრივი და რელიგიური უმცირესობების შევიწროებაზე. თავის მემორანდუმში თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კლეინმა დაადასტურა, რომ ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენი ტრამპის აკრძალვას დაუყოვნებლივ გააუქმებს.

საიმიგრაციო გადაწყვეტილებები

ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით თეთრ სახლში შესვლისთანავე ბაიდენი კონგრესს გადასცემს კანონპროექტს, რომლის მიხედვით ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი არალეგალი მიგრანტი 8 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ლეგალურ სტატუსს მიიღებს, არამედ მოქალაქეობის პრეტენდენტიც გახდება.

ამ კანონპროექტის მიხედვით არალეგალი მიგრანტები პოლიციის შემოწმებას გაივლიან, ნასამართლეობის და კანონდარღვევის არარსებობას დაამტკიცებენ, ასევე გადასახადების გადახდის შესახებ დოკუმენტებს წარადგენენ. აქედან ხუთი წლის შემდეგ კი მათ შეუძლიათ აშშ–ში ბინადრობის უფლების, ანუ მწვანე ბარათის პრეტენდენტები გახდნენ, სამი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა მიიღონ.

მიგრანტების ზოგიერთი კატეგორიისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, რომლებიც აშშ–ში მათმა მშობლებმა შეიყვანეს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებისათვის ეს ვადები შეიძლება შემცირდეს.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს აშშ–ს სამხრეთ საზღვარზე ოჯახების გაყოფის შესაჩერებლად.

ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულებით ბავშვები და ზრდასრულები, რომლებსაც მექსიკასთან აშშ–ს საზღვრის კვეთის დროს დააკავებდნენ, სასამართლომდე საიმიგრაციო ცენტებში რჩებოდნენ. შედეგად რამდენიმე ასეული ბავშვი მშობლებთან დააშორეს.

იღბების რეჟიმი

თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, გაპრეზიდენტების შემდეგ პირველივე დღეებში ბაიდენი გეგმავს პანდემიასთან ბრძოლის ახალი წესები გამოაცხადოს. მათ შორის იქნება ე.წ. “100 დღიანი ნიღბების გამოწვევა“ (“100 Day Masking Challenge”).  .

“ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება ყველა ფედერალური ობიექტის ტერიტორიაზე, ასევე შტატებს შორის საზღვრის კვეთისას“–აზუსტებს კლეინი.

გამოსახლებების აკრძალვა და სტუდენტები

ახალი პრეზიდენტი აპირებს განათლების დეპარტამენტს მიმართოს თხოვნით მორატორიუმი გააგრძელოს სტუდენტური სესხების გადახდაზე.

გასული წლის გაზაფხულზე კორონავირუსთან დაკავშირებულ ზომების დამტკიცებისას აშშ–ს კონგრესმა გასცა დროებითი ნებართვა ამ სესხების არგადახდის შესახებ. ამ მორატორიუმის ვადა 2020 წლის დეკემბერში ამოიწურა. ახალი ადმინისტრაციის აზრით კი ვადა გაურკვეველი დროით უნდა გადაიწიოს.

ბაიდენი ასევე აპირებს მორატორიუმის გაგრძელებას არენდატორების გამოსახლებაზე, რომლებიც პანდემიის გამო საცხოვრებლის ქირას ვეღარ იხდიან. დროებითი აკრძალვის ვადა ასეთ გამოსახლებებზე ასევე გასული წლის დეკემბრის ბოლოს ამოიწურა. საცხოვრებლის დაკარგვის წინაშე 14 მილიონამდე ამერიკელი აღმოჩნდა.

ბაიდენი თვლის, რომ არგადამხდელთა გამოსახლების აკრძალვა მინიმუმ 2021 წლის სექტემბრამდე უნდა გაგრძელდეს.

სანაიას საქმესთან ერთად ჟურნალისტებზე ძალადობის გაუხსნელი საქმეებიც გამოიძიეთ – აშშ-ს საელჩო ხელისუფლებას

აშშ-ს საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ვახო სანაიაზე და სხვა ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები. "აშშ-ის საელჩო გმობს...

კომპრომისი ორმხრივი უნდა იყოს, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა – კალაძე

თბილისის მერია კახა კალაძე აცხადებს, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და მხარეები ერთმანეთს ტელევიზიებით...

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდამსხმელების ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ 3 პირის ვინაობა, ვინც ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მის ოჯახის წევრებს ფიზიკური...

როცა ოხანაშვილზე მოხდა ძალადობრივი პროვოკაცია, ბევრი იცავდა მოძალადეს – იონათამიშვილი

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ვახო სანაიაზე ძალადობის შემთხვევას ანრი ოხანაშვილზე თავდასხმას ადარებს. მისი თქმით,...

არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა – ბოჭორიშვილი სანაიაზე

"არც ჟურნალისტებისგან გვაკლია სიძულვილის ენა",- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას. "ნუ...

ვახო სანაიას გადასაწყვეტი უნდა იყოს, მოძალადეები ციხეში ისხდებიან თუ არა – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ვახო სანაიამ და მისმა ოჯახის წევრებმა თავად...

სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გენერალური შტაბის განცხადებას სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ ის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა. მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო