“ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში“–სალომე სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობიდან წასული სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე სტატუსს უძღვნის ბოლო დროინდელ პროცესებს, პარტიასთან მის დამოკიდებულებას და შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას, რაც პარტიასთან მისი დაპირისპირების მიზეზი გახდა:

“დიდი ხანია არაფერი დამიწერია ვრცლად. ერთ პოსტში-ათიოდე დღის წინ, ვწერდი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს. გადავწყვიტე, მის გათავისუფლებამდე ბევრი არაფერიც არ დამეწერა. ჩვენი საინფორმაციო სივრცე მძიმეა- ხშირად ვწინასწარმეტყველებთ მოვლენებს, რომლებიც არასდროს ხდება, დეკლარირებას ვუკეთებთ სურვილებს, რომლებიც არ რეალიზდება. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ რამეს დავწერ, ამით დავიწყო-აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი…

ვნახოთ, თუ გამომივა.

პარტიას თუ დავაარსებ, ‘სიტყვა და საქმე,’ მინდა დავარქვა. (ეს ხუმრობით, ცხადია)

ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა. ეს მოიცდის…მთავარია, რომ ვთქვით-გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად. ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ…დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა.“– წერს სალომე სამადაშვილი.

გზა ფართოა, თუ გავლენ, ხელფასის მიღებაზე უარი თქვან – ოხანაშვილი ოპოზიციაზე

"ოპოზიციის წარმომადგენლების სიტყვას როგორ შეიძლება ვინმე ენდოს. მთელი 7 თვის განმავლობაში ეს ადამიანები პარლამენტის...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა,...

კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 861...

იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან ხელფასი გაეზრდებათ – მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ. „ბატონი პრემიერ-მინისტრის...

თბილისში ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა, დაშავდა 2 ადამიანი

თბილისში, თამარ მეფის ხიდზე მსუბუქი ავტომობილი მუნიციპალურ ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია....

არ გამოვრიცხავ, არჩევნებამდე “ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში მარტო – დეკანოიძე

"ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ ყველაზე ბოლო, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მათ შორის პოლიტსაბჭოზე...

უვაქცინობა შეიძლება შეფასდეს სიცოცხლის უფლების დარღვევად – ლომჯარია

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას თქმით, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობის არარსებობა, შესაძლოა, შეფასდეს სახელმწიფოდ მხრიდან ადამიანის...

“ივანიშვილს დაემსგავსნენ მატყუარა ზებრა-მინისტრებიც და ეს უბადრუკი, ლაყედ მატყუარა დეპუტატებიც“–ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე თვლის, რომ “ასეთი ცრუ-ქვეყანა საქართველო არასდროს ყოფილა“, როგორც ივანიშვილის მმართველობის პერიოდშია. ლაშა ბუღაძე ფეისბუქ სტატუსს წერს, რომელშიც ამბობს რომ ივანიშვილმა ერთ...

ამერიკა კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებში მილიარდობით დოლარს დებს

შეერთებული შტატების ინვესტიცია კოვიდ-19-ის ანტივირუსული პრეპარატების შექმნის საქმეში და ასევე, პოტენციურად სხვა სახიფათო ვირუსულ პანდემიებთან ბრძოლაში, 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...