ქართული ოცნების კიდევ ერთი შემომწირველი, რომელმაც 30 მილიონის ტენდერები მოიგო.

ილია კეჭაყმაძემ მმართველ პარტიას 327 000 ლარი შესწირა. მისმა სადაზვევო კომპანია უნისონმა 30 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ილია კეჭაყმაძე კახა კალაძის “კალა კაპიტალის“ დირექტორიცაა და მისი სადაზღვევო კომპანია უნისონი ბლექ სი არენას აზღვევს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს. მისი ინფორმაციით 186-დან 68 ტენდერში სადაზღვევო კომპანია “უნისონი” უკონკურენტო იყო.

ხშირ შემთხვევაში უნისონის სასარგებლოდ კონკურენტებს შეთავაზების ფასს სადაზღვევო “ქართუ” უკლებდა, ხოლო უნისონი, ქართუზე 1 ლარით ნაკლებს სთავაზობდა და იმარჯვებდა.

ილია კეჭაყმაძის მეუღლემ, მარინა დოლიძე-კეჭაყმაძემ მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა.

მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილს უკავშირდება კანონიერი ქურდი “რემენას” ქვეყნიდან გაპარვა.

მარინა დოლიძე-კეჭეყმაძე კავშირშია ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავჯდომარე გელა კობალაძესთანაც, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე 2017 წელს დააკავეს.

1/2: „ბლექსი არენა ჯორჯია“ სადაზღვევო მომსახურებას „უნისონსგან“ ყიდულობს (NAT200009566). „უნისონის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ილია კეჭაყმაძე, ამავდროულად, კახა კალაძის შპს „კალა-კაპიტალის“დირექტორიცაა, რომელსაც 2013 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 100% მფლობელი KALA CAPITAL LIMITED იყო. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელიც უკავშირდება კორცხელის ინციდენტს და მათ მონაწილეებს, გიორგი გიგაურსა და ვლადიმირ გეგეშიძეს, 2016 წელს $35,000 გადაურიცხა.

კომპანია „უნისონს“ სულ 273 სახელმწიფო შესყიდვა უფიქსირდება, საიდანაც, 186 ელექტრონული ტენდერია, ხოლო 87 – პირდაპირი შესყიდვა. ტენდერებში გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ ჯამში 30,015,861 ლარი შეადგინა.

„უნისონმა“, 186 ელექტრონული ტენდერიდან, 68-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხშირ შემთხვევაში, კონკურენტად სს „დაზღვევის კომპანია ქართუ“ ჰყავდა. ეს უკანასკნელი, კონკურენტ კოპმანიებს მნიშვნელოვნად უგდებდა ფასს, „უნისონი“ კი კიდევ უფრო დაბალ ფასს აწესებდა ვიდრე „დაზღვევის კომპანია ქართუ“, შესაბამისად, ტენდერს „უნისონი“ იგებდა. ფიქსირდება შემთხვევები, სადაც, „უნისონს“ „ქართუზე“ 1 ლარით დაბალი ფასი შეუთავაზებია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია, 2018 წლის 29 მაისს, სს „სადაზღვეო კომპანია უნისონის“ შავ სიაში შეყვანას ითხოვდა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არიდებას ედავებოდა.

ბუნებრივია, რომ სს „დაზღვევის კომპანია ქართუც“ მმართველ პარტიისა და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია: ალა კახნიაური (85,000 ₾), გივი ლებანიძე (171,800₾), გიორგი მიქაბერიძე (87,000₾) და არჩილ მამაცაშვილი (55,600 ₾) – ჯამში 399,400 ლარი.

ილია კეჭაყმაძის მეუღლე, მარინა დოლიძე-კეჭაყმაძეს, „ქართული ოცნებისთვის“, 60,000 ლარის აქვს შეწირული. მარინა დოლიძე-კეჭაყმაძის სახელთანაა დაკავშირებული კანონიერი ქურდის, რომან ბარბაქაძის (რემენას) თბილსის აეროპორტიდან საიდუმლოდ გაყვანის საქმეც. 2014 წელს, კრიმინალური ავტორიტეტი აეროპორტიდან სწორედ მარინე დოლიძე-კეჭაყმაძის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანით გაიყვანეს (ZQZ-222).

ამას გარდა, მარინე დოლიძე-კეჭაყმაძე კავშირშია ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ თავჯდომარე გელა კობალაძესთან, რომელიც 2017 წლის მარტში ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გელა კობალაძის 2014-2017 წლებში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, კობალაძის მეუღლე ელენე ქორიძე და მარინა დოლიძე-ეჭაყმაძე, ქალაქ ოზურგეთში, გურიის ქუჩა N17-ში საერთო ქონებას ფლობენ (ს/ნ: 26.26.48.106)

საკონცერტო დარბაზი „ბლექსი არენა ჯორჯია“, რომლის შენანახვაც სახელმწიფოს წლიურად 1 მილიონი უჯდება, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს 2016 წელს აჩუქა. 2016 წლიდან დღემდე სახლემწიფომ მის მოვლაში 4 მილიონი ლარი გადაიხადა.

 

 

”არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი !”- საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

''არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი !"  - საქართველოს საელჩო ისრაელში მოუწოდებს მოქალაქეებს არ დატოვონ საცხოვრებელი...

გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობიდან...

"გახარიას მეგობარი ვარ და ალბათ ამიტომ მიშვებენ " - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი...

მელიასთან და მის გაბანძებულ პარტიასთან ანგარიშები მაქვს და ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს – ელისაშვილი

ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით...

ცერცვაძის აზრით, კომენდანტის საათი მაისის ბოლოსთვის მოიხსნება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მისი აზრით, კომენდანტის საათი მაისის...

თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა – კობახიძე

"თუ მელია არ ისარგებლებს ამნისტიით, მასზეც გავრცელდება სამართლებრივი დევნა"- განაცხადა  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი...

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში – კუბილიუსი ენმ-ს მიმართავს

მოგიწოდებთ, მოაწეროთ ხელი შეთანხმებას და შეხვიდეთ პარლამენტში - ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"...

ჯაფარიძე კომენდანტის საათზე: სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ხელისუფლებას ვერ შევცვლით

"სანამ ნახირად ქცევას ვიტანთ, ვერც ხელისუფლებას შევცვლით და ვერც უკეთეს ქვეყანას ავაშენებთ. ნახირს ბოსელში კეტავენ...

დაძაბულობა ისრაელსა და ღაზას შორის – დაღუპულია 30-მდე ადამიანი რომელთაგან 10 ბავშვია

ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ღაზას სექტორში 28 პალესტინელი, მათ შორის, 10 ბავშვი დაიღუპა.10 მაისის...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...