ღარიბაშვილი მიდის ივანიშვილთან და ეუბნება, რომ არ გვაქვს რუკა – რას ყვება არქიმანდრიტი დავით გარეჯზე

დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ქართული არხის ეთერში დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ საკითხზე აქტიური მუშაობა 2012 წელს, მისი ბავშობის მეგობრის, ირაკლი ალასანიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც საზღვრების დასადგენად შესაბამისი რუკა არქივებში არ მოიძებნებოდა.

“ხელისუფლება იცვლება, მოდის ქართული ოცნება ხელისუფლებაში და ამ გუნდში ჩემი ბავშვობის მეგობარია ირაკლი ალასანია, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი, ვიცეპრემიერი, ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს და ვთხოვ, რომ გაეცნოს ამ ყველაფერს, ჩაუღრმავდეს, გამოიკვლიოს”. – ამბობს არქიმანდრიტი.

ამის შემდეგ, მისი განცხადებიით, არქივებში ვერ მოიძებნა რუკა, რომელიც დავით გარეჯის მონაკვეთზე საზღვრების დასადგენად იყო საჭირო,  ამიტომა ამ საკითხზე ივერი მელაშვილთან და ნატალია ილიჩოვასთან ისაუბრეს, თუმცა მელაშვილმა უარყო, რომ რუკა ჰქონდა.

“შემდეგ, ჩვენ ვნახეთ ივერი მელაშვილი, დავილაპარაკეთ ამ საკითხზე და მელაშვილი ამბობს, რომ ეს რუკები არ ჰქონდათ და ამის გამო, იძულებული გახდა, რომ კალკის ქაღალდი დაედო აზერბაიჯანის მასალებზე და ამოეხაზა სასაზღვრო ხაზი, რაღაც მასალა ხელში რომ ჰქონოდა.

კომისიაში მოქმედ ექსპერთა ჯგუფის ხელმძღვანელს რუკა რომ არ გაქვს, გაუგებარი ამბავია, აბა, რას შვებოდი ამდენი წელიწადი, რით ხელმძღვანელობდი? შემდეგ მოვინახულეთ ნატალია ილიჩოვა, რომელიც ასევე დღეს დააკავეს, ის ძალიან დაიბნა და თქვა, რომ რუკა არ ჰქონდა და ამ საქმეში არაფერ შუაში იყო, ყველაფერს ივერი წარმართავდა და ბოლომდე არაფერში ახედებდა. ამან დაგვაეჭვა ჩვენ იმიტომ, რომ გეკითხებით ელემენტრაულ კითხვებს, შენ ასე იბნევი და ხელებს იბან, ჩანდა, რომ ყველაფერი კარგად არ იყო”. – ამბობს არქიმანდრიტი კირიონი.

არქიმანდრიტი კირიონი ამბობს, შემდე ალასანიას მეშვეობით შეხვდნენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, მინდია ჯანელიძეს დაავალა საქმის გამოკვლევა. მისი თქმით, 2014 წელს მოიძიეს საჭირო რუკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არ იყო იურიდიული სახის, იყო წვრილმასშტაბიანი და გეოგრაფიული ნიშნულების გარკვევაც რთულად ხერხდებოდა.

არქიმანდრიტის თქმით, საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ყველა ძალოვანი უწყება ესწრებოდა, მათ შორის, საგარეო უწყებაც, მელაშვილმა თქვა, რომ მოძიებული რუკა მათაც ჰქონდათ.

“მელაშვილმა თქვა, რომ რუკა ჩვენც გვაქვს და ჩვენ გავიკვირვეთ, როგორ თუ გაქვს? ჩვენ ხომ გნახეთ და გვითხარი, რომ ეს რუკა არ გვაქვსო? თქვა, რომ დავიბენი და ვერ გავიგეო. ეს იყო იმ სხდომაზე საჭირო მანევრი, რომ თავი გამოეძვრინა”. – ამბობს არქიმანდრიტი.

არქიმანდრიტი ამტკიცებს, რომ მელაშვილმა მოგვიანებით თავისი ნათქვამი უარყო და რუკა, საბოლოო ჯამში, ნატალია ილიჩოვას კაბინეტში აღმოჩნდა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოსტის დატოვების და გიორგი კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ, პროცესი შენელდა, მამუკა ბახტაძის პროცესში მონაწილეობას კი არქიმანდრიტი პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ბახტაძემ შექმნა ახალი კომისია და სწორედ მან გაუშვა კომისიიდან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

“რომ არა ირაკლი ღარიბაშვილის შემოტრიალება პოლიტიკაში, მე არ ვიცი, ეს საქმე როგორ დამთავრდებოდა. იმიტომ, რომ მისი შემობრუნებით პოლიტიკაში ხდება ჩვენი კავშირების აღდგენა, ჩემს მიერ მისი ნახვა, თხოვნა, დალაპარაკება, რომ საქმე უკვე აქამდეა მოსული, ვერ ვხვდები რა ხდება ჩვენ თავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წყალში ჩაყარა 7 თვიანი მოკვლევა ამ ყველაფერზე და მათ დადეს დასკვნა, რომ ივერი მელაშვილის და ელიჩოვას საქმიანობა შეიცავდა სახელწმიფო დანაშაულის ნიშნებს, ანუ სამშობლოს ღალატს. მაშინ იდო უკვე ეს ყველაფერი, ამდენი ხანი კი გაჩერებული იყო ეს დასკვნა.” – ამბობს არქიმანდრიტი.

არქმინადრიტ კირიონის თქმით, ღარიბაშვილმა საქმის ვითარება ბიძინა ივანიშვილს გააცნო, რომ საჭირო იყო იურიდიული ძალის მქონე, დამოწმებული რუკა, რომლითაც საზღვრები დადგინდებოდა. ივანიშვილმა კი შექმნილი სიტუაციის შესახებ არ იცოდა და, როგორც კირიონი ამბობს, აღელდა კიდევაც, მუშაობის გაგრძელება დაავალა და დახმარებასაც დაჰპირდა ირაკლი ღარიბაშვილს.

“ღარიბაშვილი მიდის ივანიშვილთან და ეუბნება, რომ არ გვაქვს იურიდიული ძალის მქონე, დამოწმებული რუკა. 2019 წელს კომისიამ ჩვენს ხელთ არსებული 200 000-იანი რუკა გამოიყენა საველე გასვლაზე, როცა ორივე მხარე გავედით აზერბაიჯანი და საქართველო, რომ იმ მონაკვეთში საზღვარი დაგვედგინა, წარუდგინეს ეს ფორმატი, 24-ე ნომენკლატურა, და ისინი ძალიან დაიბნენ, გაიკვირვეს, ეს აქამდე ხმარებაში არ გვქონია და სხვა წლების, 1945-ის, 1965-ის, 80-იანი წლების რუკებს ვიყენებთ, ახალი მასალაა და დრო გვჭირდება რომ გავერკვეთო”, – თქვა არქიმანდრიტმა.

არქმინადრიტი კირიონის აზრით, დღეს რომ “იურიდიული ფასის” რუკა არსებობს, დიდწილად ბიძინა ივანიშვილის და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის დამსახურებაა, სწორედ ხიდაშელმა ჩამოიტანა “მთელი საქართველოს მასშტაბი” და “არნახული სიკეთე”.

31-ში პარლამენტის წინ გამარჯვების აქციას ვგეგმავთ – ბარამიძე მდინარაძეს პასუხობს

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც...

ბადრი ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წელს დაითხოვეს – თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ასაჯაროებს

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი - ბადრი...

ამომრჩეველს, ღარიბაშვილის მსგავსად, მამუკა მდინარაძეც ენმ-ს დაშლას ჰპირდება

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერიმ მამუკა მდინარაძე საზოგადოებას პირობას აძლევს, რომ არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური...

მკვლელი, მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ უნდა გაუქმდეს – ღარიბაშვილი ენმ-ზე

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენს–ა და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მოღალატეს და მკვლელს უწოდებს...

შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ წაგების ეშინიათ – უგულავა

"შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ წაგების ეშინიათ"- „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის...

ხობში, სოფელ ნოჯიხევში მატარებელი ქალს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში, მატარებელი შუა ხნის ქალს დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა...

კობახიძე არის მატყუარა არანაირი შეიარაღებული ამბოხება არ იქნება, ძალიან წყნარად წააგებენ შაბათს-კაპანაძე

"ბატონი კობახიძე არის მატყუარა - არანაირი შეიარაღებული ამბოხება არ იქნება, ამ შაბათს ისინი ძალიან...

მოგვიტანეთ ვინ, როგორ რისთვის გააკეთა და გვექნება რეაქცია – კობახიძე ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე

"მოგვიტანეთ ვინ გააკეთა, როგორ გააკეთა, რისთვის გააკეთა და ამასთან დაკავშირებით გვექნება რეაქცია", - ეს...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო