შატილის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრები კარანტინს 24 საათში დატოვებენ – მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში დაეხმარებიან. მთავრობა გამონაკლისს დაუშვებს და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ.

მთავრობის ინფორმაციით, მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.

ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

პროცესში აქტიურად ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები. აღნიშნულ პროცესებს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობოთ მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ” – აცხადებს საქართველოს მთავრობა.

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაშია, 32 – თბილისში – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 298 შემთხვევიდან უმრავლესობა...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 298-ით გაიზარდა და 5552 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ...

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა  რაოდენობა 1 002 389-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ 19-ით 33...

“ეს არის განწირული რეჟიმის ფართხალი“–სააკაშვილი მელიაზე თავდასხმის შესახებ

ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე თავდასხმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქით გამოეხმაურა: “ვგმობ ნიკა მელიაზე...

“გამოვდებთ ჩანაწერებს…იქნება ოპოზიციის დარბევები” – ნიკა გვარამია ოცნების გეგმებზე საუბრობს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა მელია საკუთარ გადაცემაში 3 პუნქტზე საუბრობს, რომლითაც "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო...

ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ

ტვ პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია და მისი მეუღლე, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნენ.  ამის...

ნიკა მელიას ქვები და კვერცხები დაუშინეს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო