შენ რომ არ გევასები ეგ გასაგებია, არც მე მევასები – ჩერგოლეიშვილი სამადაშვილს

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, პოლიტიკოსს სალომე სამადაშვილს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. ცოტახნის წინ ჩერგოლეიშვილმა დაწერა რომ სამადაშვილი ის ადმაიანია, ვინც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ხოლო კერძო საუბრებში (მეგობრებთან და ახლობლებთან), საპირისპიროს ამტკიცებდა და ყვებოდა. ჩერგოლეიშვილის სტატუსს, კომენტარებში თავად სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა რომ თავდაპირველად სტატუსი ელისო კილაძის ეგონა.

“სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს – ამტკიცებდა რომ მიშამ “პოლის ჯოხი” რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს…. კერძო საუბრებში, მეგობრებთან – ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ – ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო – ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა.
როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე – 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა.
ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით?  გამოდით, გაგიცნოთ.
(გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა).”- დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, “ნაციონალურ მოძრაობასა” და სალომე სამადაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, ფაქტს მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის”.

მოგვიანებით სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის სახელით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღებს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

დღეს, 12 მაისს, სალომე სამადაშვილმა ნიკა მელიასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ,  ოფიციალურად განაცხადა რომ ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აღარ წარმოადგენს და პარტია დატოვა.

შეიზღუდოს რუსული არხები! – გიორგი ფხაკაძე

"ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე"– ამის...

საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება – ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი

''საარჩევნო ცვლილებებზე ზოგი რეკომენდაცია გასათვალისწინებული რჩება ''- ვენეციის კომისიამ ეუთო/ოდირთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებების...

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა” – პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილზე

„ყველაფერზე ქილიკი არის სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”  - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის...

პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

"პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით"- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და...

შაორის ტბაში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა შაორის ტბაში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს. რაჭაში ტრაგედია ცოტახნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,...

შეზღუდვები უნდა მოიხსნას – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. მისი თქმით, მინიმალური ვადით...

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები- ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს

გაკოჭილი კიდურები, დამწვარი ხელები - 7 წლის ბავშვზე ძალადობისთვის დედა და მამინაცვალი დააკავეს. აღნიშნულ...

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მო­დე­ლი და ტელეწამყვანი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქალიშვილთან ერთად Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. ამის...

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი“ და “იმედი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ და „ტელეიმედი“ გადაცემებში პროდუქტის განთავსების (ProductPlacement) წესების დარღვევის გამო დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კოვიდ 19-ის პანდემიის გათვალისწინებით, მაუწყებლებს კანონდარღვევისთვის ჯარიმის...

ნაპოვნია კოვიდის ახალი წამალი, რომელსაც მძიმე ფორმებით დაავადებულების გადარჩენა შეუძლია

მედიკოსებმა, ფარმაცევტებმა და მეცნიერებმა კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებულთათვის ახალი წამალი აღმოაჩინეს.  ეს არის ანტისხეულების კოქტეილი, რომელიც ყველას ვერ გადაარჩენს, თუმცა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ახალი,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...