შეწყვიტეთ მიუსაფარი ჯგუფების დაჯარიმება კომენდანტის საათის დროს – EMC შსს-ს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 10 ნოემბერს, საპატრულო პოლიციის მიერ კომენდანტის საათის დროს, უსახლკარო პირის მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს და სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება და მის ნაცვლად, მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური და მუნიციპალური სამსახურების ჩასართავად.

EMC-ში აცხადებენ, რომ ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველ ფაქტს არ წარმოადგენს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპატრულო პოლიცია ქუჩაში მცხოვრები პირების მიმართ დაჯარიმების პრაქტიკას მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ თავშესაფრის არმქონე პირებისათვის საჯარო სივრცე ერთადერთი ადგილია სადაც მათ ფიზიკურად ყოფნა შეუძლიათ, რაც დაუშვებელია გახდეს მათი დაჯარიმების საფუძველი”, -წერია EMC-ის განცხადებაში.

მათი თქმით, უსახლკარობის პრობლემა და განსაკუთრებით თავშესაფრის არმქონე პირების მწვავე საჭიროებები კიდევ უფრო ცხადი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, რამდენადაც თავშესაფრის არქონა ან არასათანადო საცხოვრისი პირდაპირ დაუკავშირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის განსაკუთრებულად მაღალ რისკებს.

“უსახლკარო პირების  დაუცველობიდან და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკაროთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის გზით. ამასთან, სპეციალურმა მომხსენებელმა დაუშვებლად მიიჩნია საცხოვრისის არქონის გამო ადამიანების დასჯა ვირუსის შეკავების ღონისძიებების (მათ შორის, კომენდანტის საათის) ფარგლებში”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ის განცხადებით, საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი  სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ და მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს, ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და პრაქტიკულად მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის.

” სახელმწიფოს მიდგომა რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კანონიერი და პროპორციული  ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა, ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება”, – აცხადებენ EMC.

ორგანიზაცია მოუწოდებს შსს–ს:

  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა;
  • მუნიციპალიტეტებთან და სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით, უმოკლეს დროში უზრუნველყოს მიუსაფარი პირების პროაქტიური იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა უსაფრთხო თავშესაფრებში სადაც მათ ექნებათ წვდომა მინიმალურ სერვისებზე;

გარდა ამისა, EMC მთავრობას მიმართავს, რომ გაატაროს დროული და ეფექტიანი პოლიტიკა უსახლკარო პირების ბაზისური სოციალური უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 2 სამოქალაქტო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სამოქალაქტო აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-...

აშშ–ს კონგრესმა მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყანაში ფედერალურ დონეზე მარიხუანას...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან, სადაც აქტივისტები საპროტესტო...

ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს“ – ვოლსკი „გირჩზე”

"ყველა ერთად იყო მაშინ, როცა მტრის წინაშე „შარვალი ჩაიხადეს"- - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია...

ჭავჭავაძეზე საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. საქართველოს პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე სსკ-ის...

ლომჯარია აცხადებს, რომ მხოლოდ საწოლფონდსა და სისტემის მზაობაზე საუბარი საკმარისი არ არის

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს და  სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებს პასუხი გასცენ საზოგადოებაში გაჩენილ...

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს...

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს...

ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს – იაგო ხვიჩია ჯაფარიძეზე

" ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემს მეგობრად დარჩეს"- ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო...

სხვა სიახლეები

„რემდესივირი“ რომ არ დამეწყო, მოვკვდებოდი“– თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა ამბობს, რომ ის პრეპარატმა რემდესივირმა გადაარჩინა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში...

ჯანმრთელობა

“რატომ ვყრით 400 000 ევროს რემდესივირში, როცა ამ თანხით სუნთქვის აპარატებით საქართველოს ყველა ინტენსიურს მოვამარაგებდით?“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი პრეპარატ რემდესივირის შესახებ წერს, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით კარგი პრეპარატია. მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის ექიმების...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო