შვედეთი და ბრიტანეთი:Covid19-თან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია და ერთნაირი შედეგი

ლონდონში და სტოკჰოლმში კორონავირუსის გავრცელების ტემპები დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად მასთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიისა, რომლებიც ამ ქვეყნებმა აირჩიეს. ამის შესახებ კვლევის შედეგები მეტყველებს.

სტოკჰოლმმა პანდემიის დასაწყისიდანვე გადაწყვიტა უარი ეთქვა მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებაზე, იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში კარანტინი შემოიღეს, შვედეთში რესტორნები და მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობდა.

ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ მაისისთვის კორონავირუსისადმი იმუნიტეტი სტოკჰოლმის მოსახლეობის 40%–ს გამოუმუშავდებოდა, თუმცა როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს, შვედეთის დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 17%–ს  აღმოაჩნდა მაისის დასაწყისისთვის Covid19-ის ანტისხეულები.

კვლევის  შედეგები ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალ Journal of the Royal Society of Medicine–ში გამოქვეყნდა.

როგორც გაირკვა, მოსახლეობის ამდენივე პროცენტს აღმოაჩნდა აპრილსა და მაისში  ანტისხეულები ლონდონში. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთმა, რომელიც თავიდან მკაცრი საკარანტინო ზომების უარყოფისა და “კოლექტიური იმუნიტეტის“ გამომუშავების სტრატეგიის არჩევას გეგმავდა, საბოლოოდ ხანგრძლივი და მკაცრი კარანტინი შემოიღო.

გარდა ამისა, ამ ორ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად კორონავირუსთან ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული სტრატეგიებისა. ბრიტანეთში, რომლის მოსახლეობა 66 მილიონს აღემატება, კორონავირუსის ინფექციით 46500 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ეს ქვეყნის მოსახლეობის 0.07 პროცენტია. შვედეთში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქ კორონავირუსით 5500 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ მოსახლეობის 0.06%.

ამასთან, შვედეთიც და ბრიტანეთიც Covid19-ით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მქონე ევროპული ქვეყნების რიცხვში არიან.შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ჩრდილოეთ ევროპის იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც კარანტინი შემოიღეს.

შვედეთის ხელისუფლებამ პანდემიის დასაწყისში გააკეთა არჩევანი კოლექტიური იმუნიტეტის სასარგებლოდ და კარანტინზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცეს დაეცვათ სოციალური დისტანცია, შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენილიყვნენ, კომპანიებს კი რეკომენდაცია მისცეს თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ სამუშაოზე გადაეყვანათ.

ანალოგიურ მსუბუქ ზომებზე ფიქრობდა ბრიტანეთის ხელისუფლებაც, თუმცა დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო ამ ვარიანტზე უარი თქვა და მკაცრი კარანტინი შემოიღო. სოციალური დისტანციის დაცვა და სოციალურ კონტაქტებზე უარის თქმა ბრიტანელებისთვის უფრო რთულია, ვიდრე შვედებისთვის, მათ შორის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის გამო.

შვედეთში სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 20 ადამიანია, ბრიტანეთში კი 250 ადამიანი.

კვლევის ავტორები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეიჯდან, დევიდ გოლდსმიტი და ერიკ ორლოვსკი წერენ:

“ ამ მომენტში მიუხედავად მკაცრი, თუმცა დაგვიანებით შემოღებული კარანტინისა ბრიტანეთში და უფრო მსუბუქი შემზღუდავი ზომებისა შვედეთში, ამ ორ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული შვიდდღიან პერიოდში, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით“.

თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების შეფასება და შეცდომების გამოვლენა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის როგორც  მოქმედებს სისხლში ანტისხეულების არსებობა იმუნიტეტზე, უზრუნელყოფს თუ არა ანტისხეულები კორონავირუსისგან სრულ, ან ნაწილობრივ დაცვას. ასევე მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად დიდხანს ნარჩუნდება ორგანიზმში ანტისხეულები დაავადების გადატანის შემდეგ.

კვლევის ავტორები ვარაუდოებნ, რომ შესაძლოა შვედეთის ხელისუფლება შეცდა, როცა გათვლა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებაზე გააკეთა.

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ

ენმ-ს წევრს, ლაშა ცუცქირიძეს, საკუთარ სახლთან, თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, ლაშა...

“გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი“–გვარამია ოცნებას მათი რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს

მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ქართულ ოცნებას მათი არხის რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს, რომელმაც არხთან...

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი სამშენებლო კომპანია "ელისში" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე...

არ მიყვარს საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში – კალაძე

"მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი. საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში"- ამის...

თურნავა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, კარგად სწავლობდა მაგრამ ოროსანი მინისტრია – რომან გოცირიძე

"ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი სტუდენტი, ხუთოსანი, მაგრამ აქ არის ოროსანი მინისტრი."- ამის...

მორაგბის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურტურამ, სარაგბო კლუბ ,,იუნკერების’’ მოთამაშის და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტანის მიმართ...

12 ნოემბრიდან აშშ-ში TikTok-ი და WeChat-ი იკრძალება

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების დაბლოკვას. WeChat-ი კვირას,...

გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას – რაგბის კავშირის განცხადება

გვინდა მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას - საქართველოს რაგბის კავშირი 16 სექტემბერს, რაგბის კავშირში მომხდარ...

სხვა სიახლეები

“ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა...

ჯანმრთელობა

Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის...

შოუ ბიზნესი

ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა...

ვიდეო