შვეიცარიული ბანკი ბიძინა ივანიშვილს უჩივის

შვეიცარიული საინვესტიციო ბანკი Credit Suisse Group AG  ბიძინა ივანიშვილსა და მის კომუნიკაციების მრჩეველს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ზე ვკითხულობთ. გამოცემის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური დოკუმენტი გაასაჯაროვა. დოკუმენტი ივანიშვილის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა Metigen-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე CSVictims.com-ზე გამოქვეყნდა და ლესკარდონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციასა და ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმების ნაკლოვანებებს შეეხებოდა.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი, ლონდონის სასამართლოში უკვე დარეგისტრირდა. ივანიშვილის კომუნიკაციების კონსულტანტი ჩარლი ვიგანი Bloommerg-თან ამბობს, რომ ამ ანგარიშის შესახებ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და მედიაში აქედან არაერთი ციტატა უკვე გამოქვეყნებული იყო.

ცნობისთვის, პატრიკ ლესკადრონი ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირია და მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესში ბერმუდის კუნძულებზეცაა ჩართული, სადაც მისი თქმით, პატრიკ ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო, $400 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. გამოცემის ცნობით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“მადლობა ღმერთს, რომ გადადგა” – ვოლსკი გახარიაზე

ქართული ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ტვ იმედის ეთერში პრემიერ გახარიას გადადგომაზე ისაუბრა: "მე ვერანაირად...

ნატო არ ჩქარობს უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის შიშით–ალექსანდრ ვერშბოუ

ნატო არ ჩქარობს შესთავაზოს უკრაინას ალიანსში გაწევრიანება, რაც ნაკარნახევია რუსეთის მხრიდან ახალი აგრესიის პროვოცირების...

“საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული“–ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის რეჟიმშია. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს: “მეგობრებო,...

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება – აქტივისტები ეფექტურ გამოძიებას მოითხოვენ

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება - საქმე ეხება დედაენის ბაღში ლგბტქი აქტივისტებზე და მათ მიერ...

მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი – ...

"მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი"- „ლელოს“ წევრის...

შსს-მ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „დედაენის ბაღში“ ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაციის დარბევის საქმეზე გამოძიება დაიწყო....

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე განიხილავენ საკითხებს, რომელზეც მომუშავე მხარეებმა მსჯელობა...

Al-Jazeera, Associated Press – ისრაელმა, ღაზის სექტორში, მედიაოფისების შენობა დაბომბა

ისრაელმა, ღაზის სექტორში, ავიაგამანადგურებლებით იმ შენობას დაარტყა სადაც რამდენიმე მედიასაშუალების ოფისი იყო განთავსებული. მანამ...

პანდემიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო–დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიის დასკვნა

დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, რომელიც ჯანმოს ინიციატივით შეიქმნა, დაასკვნა, რომ კორონავირუსის პანდემიის აღკვეთა შესაძლებელი იყო. სპეციალისტების თქმით, ჯანმოს და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების ქმედებები “შხამიან კოქტეილად“ იქცა,...

მეცნიერების გათვლებით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ აღემატება

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც საკუთარ გათვლებში სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს იყენებს, კორონავირუსის პანდემიის დროს 156 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 3.2 მილიონი კი გარდაიცვალა. თუმცა, ვაშინგტონის...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...