შიგნიდან ვიცით, რომ მელიას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა მაგრამ რცხვენიათ – ირაკლი ღარიბაშვილი

“შიგნიდან ვიცით, რომ ნიკა მელიას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა”- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფორმაცია აქვს, რომ ნიკა მელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებს ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, რის გამოც მძიმე მდგომარეობაში არიან.

“ჩვენ როგორც პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი, ამით რა თქმა უნდა, დემონსტრირება გავაკეთეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის. ჩვენ ვნახეთ, რომ ახლა ეს ადამიანები, რეალურად რაც ხდება, რაც გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები როგორც ხდება, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ მათ შესვლა პარლამენტში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რცხვენიათ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. მე მესმის მისიც პირადად, რადგან ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქი-ბუქობდა ტყუილად რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს და დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანი არის ის და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებიც. სხვა მეტი კომენტარი რა შემიძლია გავაკეთო ან უპასუხომგებლო მოვლენების განვითარებაზე, ზოგადად მათ განცხადებებზე და ქმედებებზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ – ნიკა მელიას ადვოკატი

“ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ “- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის,...

განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად – ანთაძე

განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად - სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას...

სახალხო დამცველს თბილისში შევხვდები და დაველაპარაკები – მეუფე იაკობი

სახალხო დამცველს თბილისში შევხვდები და დაველაპარაკები -  ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლის...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...