ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები – მეუფე ნიკოლოზი

ზოგადად, საზოგადოება ცხვრები ვართ, მაგრამ ჩვენ ქრისტეს ცხვრები ვართ და არა პოლიტიკური ცხვრები, პოლიტიკურ ცილისწამებას, ბრალდებას, ხელის გაშვერას და მითუმეტეს, არჩევნების წინ მოღალატის სახელის დარქმევას, არავითარი წარმატება არ ექნება. ხალხი უკვე ნელ-ნელა შეეჩვია ამას, წესიერი ადამიანი გაარჩევს სიმართლეს და ტყუილს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტი განმარტავს, ის გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკრული ნათქვამით ადამიანის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორი საქციელია.

„ჩვენ ერთმანეთისაგან უნდა გავყოთ, როცა ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე და როდესაც ადამიანი პატიმრობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიმინალურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი. როცა კრიმინალურ დანაშაულზეა ლაპარაკი, ერთმანეთისგან უნდა გავყოთ კრიმინალური გამოძიება და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. მინდა გითხრათ, რომ თქვენ, ჟურნალისტებს ნამდვილ ინფორმაციაზე წვდომა არ შეიძლება რომ გქონდეთ, თქვენ ქმნით რაღაც შთაბეჭდილებას. ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო სისტემა, ეს ვერ იქნება საჯარო და როცა თქვენ ადამიანს სახელმწიფო ღალატში დებთ ბრალს, თქვენ, თორემ გამოძიება რომ დადებს ბრალს, ამას ყველანი მოვისმენთ, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებელ საქციელად. ამიტომ ვერავითარ ნდობას ამ ჟურნალისტურ გამოძიებას ვერ გამოვუცხადებ, მე უბრალოდ არ მჯერა. პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ პროკურატურისგან ჯერჯერობით ინფორმაცია ვერ გვექნება, სანამ ძიება არ დამთავრდება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

“ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან…“–ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური, რომელიც მასთან ერთად გერმანიის კლინიკაში იმყოფება ფეისბუქზე ქმრის ჯანმრთელობის...

ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ – გიორგი ვაშაძე

შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი...

ბიჭებმაც და გოგოებმაც ექვსთვიანი სამხედრო მომზადების კურსები უნდა გაიარონ – ბადრი ჯაფარიძე

ბიჭებმაც და გოგოებმაც ექვსთვიანი სამხედრო მომზადების კურსები უნდა გაიარონ - ამის შესახებ, საბურთალოზე "ლელოს...

არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ -სააკაშვილი ხელისუფლებაზე

"არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, გაფუჭებაში იცოცხლე, ბადალი არ ჰყავთ" - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ...

არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ბიზნესში ჩართვას აპირებდა – ავჭალაში მოკლულის ოჯახის ადვოკატი

"არანაირი კავშირი არ ჰქონდა კრიმინალთან, ბიზნესში ჩართვას აპირებდა"- ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი...

100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი – სუს-ისა და შსს-ს წინასაარჩევნო გეგმა

100-ზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ...

10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ – სააკაშვილი

"პოლიციის მინისტრი ამბობს, 10 მილიონი, რომ მოეთხოვათ იმასაც მივცემდითო, მიდით ძარცვეთ აუპატიურეთ  "-საქართველოს მესამე...

სვანეთის სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში ისევ ხანძარია

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით,...

სხვა სიახლეები

“მეგობრის შვილს დაუდგინდა კოვიდი.ექიმი ეუბნება ხმაზე გეტყობა კარგად ხარ ვერაფრით დაგეხმარებიო”-ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მისი მეგობრის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა, თავს ცუდად გრძნობს, თუმცა ექიმები ყურადღებას არ აქცევენ: “ჩემი მეგობრის შვილს, დაუდგინდა კოვიდი.გადაყვანილი ყავთ...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა ადამიანის თავში დღემდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: მათ ადამიანის თავში დამალული ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან გავს სანერწყვე ჯირკვლების ნაკრებს. აქამდე ითვლებოდა, რომ ადამიანის ორგანიზმის აგებულება დეტალურად იყო...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო