ძალადობა არცერთი არჩევნების დროს მისაღები არაა, საქართველოს რეპუტაციას ლახავს – დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნან ამბობს, რომ ინციდენტები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება წინასაარჩევნოდ, საქართველოს რეპუტაციას ლახავს, ძალადობა კი მიუღებელია.

“ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელ საქართველოში ხდება. მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არცერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა, ისევე, როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს.” – ამბობს დეგნანი.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, მარნეულში ენმ-სა და ქართული ოცნების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იმავე დღეს თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღებულ ჯგუფსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

ჩვენი პროცენტული მაჩვენებელი 51-ია, ყველა ქალაქსა და რაიონს ვიგებთ – კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1 600-ზე მეტი ოქმის მონაცემებით, პარტიას 51%...

ივანიშვილი არჩევნებს აყალბებს – ხოშტარია წინასწარ შედეგებზე

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოს წინასწარ შედეგებს აფასებს და ამბობს, რომ...

ოცნება – 54,72%, ენმ – 23,61%, ევროპული საქართველო – 3,99% – ცესკომ ხმების 28.2%...

უბნების დახურვიდან 7 საათზე მეტის გასვლის შემდეგ, ცესკო საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებს აქვეყნებს. დათვლილია...

ფიზიკური დაპირისპირება, ამომრჩევლის ნების კონტროლი – ISFED-ის ანგარიში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დღევანდელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის ბოლო ანგარიში...

ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ – კობახიძე მელიას პასუხობს

"ვისაც მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა, ვნახავთ"- ასე უპასუხა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, ფიქრობს...

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევებზე გამოძიებას ვითხოვთ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, დღეს, მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება. მთელი დღის განმავლობაში ომბუდსმენი...

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის შედეგები – IPSOS-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები

Ipsos Global-ის ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია, სადაც თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ხმების გადანაწილებაა ასახული. ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით...

თეა წულუკიანი ეგზიტპოლის შედეგებს კარიკატურით ეხმაურება

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომერი თეა...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან. გენური მუტაცია...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო